თენგიზ აბლოთია: ღარიბაშვილის ბრალდებების მიუხედავად, ივანიშვილი კობახიძეს არ მოიშორებს — მისთვის ასეთი მეორე შემსრულებელი არ არსებობს
Air defenses down 135 drones used by Russia to attack Ukraine overnight
War update: 215 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottes
Injury toll in Russian strike on Odesa rises to 17
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,320 over past day
Erdogan after meeting Putin: Türkiye ready to do everything possible for peace
Trump names condition for meeting Putin “immediately”
Russian sabotage groups show no significant activity along border — spox Demchenko

გიორგი ვაშაძე - საქმე გვაქვს იმიტირებულ ქოლცენტრთან, სპეცოპერცია თავიდან ბოლომდე სპეცსამსახურებმა და სუს-მა დაგეგმეს

ნახვები: 658 გიორგი ვაშაძე - საქმე გვაქვს იმიტირებულ ქოლცენტრთან, სპეცოპერცია თავიდან ბოლომდე სპეცსამსახურებმა და სუს-მა დაგეგმეს

რეალურად, საქმე გვაქვს იმიტირებულ ქოლცენტრთან. სპეცოპერცია თავიდან ბოლომდე დაგეგმეს სპეცსამსახურებმა და სუს-მა, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

ვაშაძის თქმით, რეესტრის ამონაწერის მიხედვით, 13 აპრლს ვინმე მიხეილ არახამია არეგისტრირებს კომპანია „ლაიონ 7 გრუპს“, რომელიც ქირაობს ფართს იმ შენობაში, სადაც ვაშაძის ძმა ფლობს 10-ნომრიან სასტუმროს. გიორგი ვაშაძის განმარტებით, ფართის დამქირავებლებმა შენობის დირექტორს განუცხადეს, რომ იქ სასწავლო ცენტრის გახსნა სურდათ.

„ქოლცენტრების საკითხზე რუსული რეჟიმის პროპაგანდისტული არხების მიერ ხდება ჩემი და ჩემი ოჯახის წევრების, ზოგადად, ჩვენი ოპოზიციური ჯგუფის მიზანმიმართული და აღვირახსნილი, პროვოკაციული, პირდაპირ ვიტყვი, სახელის და რეპუტაციის შელახვა. მინდა, საზოგადოებას მივაწოდო სიმართლე ამ საკითხთან დაკაშირებით და მოგიყვეთ კონკრეტული ფაქტები, რეალურად როგორ დაგეგმეს ეს პროვოკაცია, სავარაუდოდ, სუს-მა და სხვა სპეციალურმა სამსახურებმა, როგორ არის ჩართული ამ პროპაგანდისტულ პროვოკაციაში „ქართული ოცნების“ მერ მართული ტელეარხები და სხვა მედიასაშუალებები.

როცა მთელი საქართველო საუბრობს ქოლცენტრებთან დაკავშირებით, ხელთ მაქვს რეესტრის ამონაწერი, სადაც 13 აპრილს, სავარაუდოდ, სუს-ის დავალებით, ვინმე მიხეილ არახამია არეგისტრირებს კომპანიას, „ლაიონ 7 გრუპს“, რომელიც მიდის და ქირაობს ფართს იმ შენობაში, სადაც ჩემი ძმა ფლობს 10-ნომრიან სასტუმროს და, რაც მთავარია, ამ შენობის მეპატრონეებს და დირექტორს, ბატონ ლომგურ ჭკუასელს ეუბნებიან, რომ იქ უნდათ სასწავლო ცენტრის გახსნა. ამავე ოფისში წლების განმავლობაში არსებობდა სასწავლო ცენტრი და დიდი ხანია, ეს ოფისი ვერ ქირავდებოდა. შესაბამისად, დამქირავებლს ეჭვი არ გაუჩნდა და მიაქირავა ვინმე არახამიას ეს ოფისი. ზუსტად სამ კვირაში, ვიდრე შინგან საქმეთა სამინისტრო რამე ოპერაციებს ჩაატარებდა, ქოცპროპაგანდისტმა ექსპერტებმა, მაგალითად, ბატონმა სალუქვაძემ და „ქოცებთან“, რუსულ რეჟიმთან დაკავშირებულმა მედიასაშუალებებმა, მაგალითად, „პრაიმ ტაიმმა“, გაავრცელეს ყალბი ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თითქოს ეს იყო ჩემთან დაკავშირებული რაიმე ქოლცენტრი. მეტიც, ამ ადამიანებს, შინაგან საქმეთა სამინისტროს, სამართალდამცავ ორგანოებს არანაირი განცხადება არ გაუკეთებიათ ამ შინაარსთან დაკავშირებით, იყო თუ არა იქ ქოლცენტრი, რაიმე სხვა ოფისი იყო, რას ლუქავდნენ. თავიდან ბოლომდე „ქართული ოცნების“ მიერ მართული ტელეარხების და მათი პროპაგანდისტი, იაფფასიანი, სუს-ის მიერ „დავერბორკებული“ ექსპერტების მიერ ხდება რაღაც ინფორმაციის ტირაჟირება. რეალურად, ჩვენ საქმე გვაქვს იმიტირებულ ქოლცენტრთან. ეს სპეცოპერცია თავიდან ბოლომდე დაგეგმეს სპეცსამსახურებმა, სუს-მა და, რაც მთავარია, ეს ვინმე არახამია საერთოდ გაქრა, არსად არ არსებობს ეს ადამიანი, ვერავინ პოულობს ამ ადამიანს. სავარუდოდ, როგორც ამბობენ, საერთოდ ქვეყნიდან გაიყვანეს ეს ადამიანი.

მინდა, მივმართო შსს-ს, სუს-ს, პროკურატურას, ამ საქმესთან დაკავშირებით ვინმე არის დაკითხული ან დაკავებული? ვინმე არის პასუხისგებაში მიცემული? ვინ ჩაიდინა დანაშაული, თუ ასეთი დანაშაული არსებობს, რაიმე მტკიცებულება გაგაჩნიათ? სად არის ეს მიხეილ არახამია, რატომ აფარებთ მას ხელს? იმ ქოცპროპაგანდისტულ არხებს – „იმედს“, „რუსთავი 2“-ს, „პოსტივის“, რომ ლიკლიკებთ და საუბრობთ, ტყლაპივით რომ გაქვთ ენა გადაგდებული, ერთი კითხვა მაინც არ გაგიჩნდათ, სად არის ეს ხალხი? სად არიან ის ადამიანები, ვინც თურმე დანაშაული ჩაიდინა?“ – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა