პროკურატურამ „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე სამშობლოს ღალატის, კერძოდ საბოტაჟის ბრალდებით დააკავა
წინ, ხვიჩა! ეს გზა რთულია, მაგრამ შენ მარტო არ ხარ!
კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა

ხატია დეკანოიძისა და რომან გოცირიძის საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის -„ევროოპტიმისტები“ რეგისტრაციის საკითხს ბიუროს სხდომაზე მხარი არ დაუჭირეს

ნახვები: 508 ხატია დეკანოიძისა და რომან გოცირიძის საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის -„ევროოპტიმისტები“ რეგისტრაციის საკითხს ბიუროს სხდომაზე მხარი არ დაუჭირეს

ხატია დეკანოიძისა და რომან გოცირიძის საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ევროოპტიმისტები“ რეგისტრაციის საკითხს პარლამენტის ბიუროს სხდომაზე დღეს მხარი არ დაუჭირეს. ბიურომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის უარყოფითი დასკვნა გაითვალისწინა.

საკითხზე უარის თქმის მიზეზი საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა განმარტა.

„გამომდინარე იქიდან, რომ ეს ნორმა, რომლითაც ერთი საპარლამენტო ბლოკით გასულ პარლამენტის წევრს არ შეეძლო ბლოკში შემავალი პარტიის დატოვების შემთხვევაში პოლიტიკური ჯგუფის შექმნა, როგორც იყო აქამდე, ისე დარჩა. მაგრამ მათ აქვთ უფლება პოლიტიკური ჯგუფი სხვა პოლიტიკური პარტიის, ან სხვა ბლოკით გასულ წევრთან შექმნან. ეს უფლება აქვთ, მაგრამ დამოუკიდებლად, არა. ის ცვლილება, რომელიც ბოლოს მოხდა და რის საფუძველზეც შეიქმნა „ხალხის ძალის“ და „საქართველოსათვის“ პოლიტიკური ჯგუფები, ეხებოდა მხოლოდ და მხოლოდ პარტიული სიით არჩეულ დეპუტატთა უფლებას პოლიტიკური ჯგუფის შექმნასთან დაკავშირებით.

ამ შემთხვევაში, „ევროოპტიმისტემის“ შექმნა ვისაც უნდოდათ, მათთვის კანონმდებლობის ისევ ის ჩანაწერი მოქმედებს, რომელიც აქამდე მოქმედებდა და რეგლამენტის ამ ჩანაწერიდან გამომდინარე, რომელიც ამ საშუალებას მათ არ აძლევდა, უარი ეთქვათ, რომ მხარი დაეჭირა კომიტეტს და ბიუროსთვის დადებითი დასკვნა წარმოედგინა“,- განაცხადა ქადაგიშვილმა.

ამასთან, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფების „ხალხის ძალა“ და „საქართველოსთვის“ რეგისტრაციის საკითხებს კი ბიუროს დღევანდელ სხდომაზე, ისევე როგორც საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტზე, მხარი დაუჭირეს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა