თენგიზ აბლოთია: ღარიბაშვილის ბრალდებების მიუხედავად, ივანიშვილი კობახიძეს არ მოიშორებს — მისთვის ასეთი მეორე შემსრულებელი არ არსებობს
Air defenses down 135 drones used by Russia to attack Ukraine overnight
War update: 215 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottes
Injury toll in Russian strike on Odesa rises to 17
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,320 over past day
Erdogan after meeting Putin: Türkiye ready to do everything possible for peace
Trump names condition for meeting Putin “immediately”
Russian sabotage groups show no significant activity along border — spox Demchenko

უკრაინის გენშტაბი - უკრაინის ძალებმა დონეცკის ოლქის ფრონტის ხაზის ოთხი მიმართულებით რუსეთის 42 შეტევა მოიგერიეს

ნახვები: 517 უკრაინის გენშტაბი - უკრაინის ძალებმა დონეცკის ოლქის ფრონტის ხაზის ოთხი მიმართულებით რუსეთის 42 შეტევა მოიგერიეს

უკრაინის ძალებმა დონეცკის ოლქის ფრონტის ხაზის ოთხი მიმართულებით მტრის 42 შეტევა მოიგერიეს. ამის შესახებ ნათქვამია უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბის დილის ანგარიშში.

გენშტაბის ცნობით, „ღამით რუსმა ტერორისტებმა მორიგი მასობრივი სარაკეტო იერიში მიიტანეს უკრაინაზე“. გასული დღე-ღამის განმავლობაში მოწინააღმდეგეებმა უკრაინის მთელ ტერიტორიაზე უკრაინის ძალების პოზიციებსა და დასახლებებზე 30 სარაკეტო და 61 საავიაციო დარტყმა განახორციელეს, 89-ჯერ გახსნეს ცეცხლი ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემებიდან. დანგრეულია და დაზიანებულია საცხოვრებელი სახლები და სხვა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა, არიან დაშავებულები.

გენშტაბში აღნიშნავენ, რომ უკრაინის მთელ ტერიტორიაზე სარაკეტო და საავიაციო დარტყმების ალბათობა მაღალი რჩება, ამიტომ მოსახლეობას ურჩევენ, არ უგულებელყონ საჰაერო განგაშის სიგნალები.

ამასთან, გენშტაბში აღნიშნავენ, რომ მოწინააღმდეგის ძირითადი ძალისხმევა კვლავ ლიმანის, ბახმუტის ავდეევკისა და მარიინკის მიმართულებებზეა კონცენტრირებული. მძიმე ბრძოლები მიმდინარეობს ბახმუტისა და მარიინკისთვის. გასული დღე-ღამის განმავლობაში ფრონტის ამ მონაკვეთზე უკრაინის ძალებმა რუსეთის 42 თავდასხმა მოიგერიეს.

უკრაინის გენშტაბის ცნობით, გასული დღე-ღამის განმავლობაში უკრაინულმა ძალებმა საჰაერო დარტყმები განახორციელეს მტრის ძალის კონცენტრაციის 19 რაიონზე, საბრძოლო მასალების ორ საწყობსა და მოწინააღმდეგის სამ მნიშვნელოვან სამიზნეზე.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა