კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

The Times - ბრიტანეთი „ვაგნერს“ ტერორისტული ორგანიზაციების სიაში დაამატებს

ნახვები: 542 The Times - ბრიტანეთი „ვაგნერს“ ტერორისტული ორგანიზაციების სიაში დაამატებს

ბრიტანეთი კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერს“ ტერორისტული ორგანიზაციების სიაში დაამატებს, – ინფორმაციას ამის შესახებ The Times ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, წყარომ ბრიტანეთის მთავრობიდან დაადასტურა, რომ ორთვიანი სამართლებრივი მზადების შემდეგ, დაჯგუფების ტერორისტულ სიაში შეყვანა გარდაუვალია და ეს რამდენიმე კვირაში მოხდება.

როგორც The Times წერს, ბრიტანეთის მხრიდან აღნიშნული გადაწყვეტილება სისხლის სამართლის დანაშაულად აქცევს „ვაგნერის“ ჯგუფის შეხვედრებზე დასწრებას, მის მხარდაჭერას ან საჯაროდ დაჯგუფების ლოგოს ტარებას, რაც გამოიწვევს ფინანსურ სანქციებსა და სხვა სასჯელებს.

გასულ თვეში ევროკავშირმა რუსული კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერი” სანქციების სიაში დაამატა. ევროკავშირის გადაწყვეტილებას მალევე შეუერთდა შვეიცარიაც.

1tv.ge

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა