კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

თეიმურაზ ჯანჯალია - ჩვენი დიპლომატიური წარმომადგენლობები 24-საათიან რეჟიმში მუშაობენ

ნახვები: 450 თეიმურაზ ჯანჯალია - ჩვენი დიპლომატიური წარმომადგენლობები 24-საათიან რეჟიმში მუშაობენ

ბერლინში ჩვენ ვიწყებთ ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში საქართველოს ელჩების შეკრებას და სწორედ ამ შეკრებაზე განვიხილავთ როგორც ევროკავშირის კონკრეტულ ქვეყნებთან ურთიერთობებს, ასევე მრავალმხრივ ფორმატებში თანამშრომლობას. ასევე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ამ ფორმატში ჩვენ ძალიან აქტიურად განვიხილავთ ევროკავშირში საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე თეიმურაზ ჯანჯალიამ ჟურნალისტებს ბერლინში განუცხადა, სადაც დღეს  ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩების სამუშაო შეხვედრა გაიმართება.

მისი თქმით, ელჩებს შორის მოსაზრებების გაცვლა იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა მიეწოდოს პარტნიორებს ევროკავშირიდან საქართველოს მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ ინფორმაცია.

„მოხდება ინფორმაციის ურთიერთგაცვლა, მოხდება მომავალი ქმედებების განსაზღვრა 12 რეკომენდაციის შესრულების მიმართულებით, თუ რა შედეგები იქნა მიღწეული საქართველოს მიერ და როგორ უნდა მოხდეს ამ შედეგების მიწოდება ჩვენი ევროპელი პარტნიორების მიმართ, რომ შესაბამისი შეფასებები მოჰყვეს ამას ყველას. ასევე რა თქმა უნდა, საუბარი შეეხება საქართველოს გაწეულ საქმიანობას და იმ პირველ ანგარიშს ე.წ გაფართოების პირველ პაკეტს, რომელიც საქართველომ უკვე მიაწოდა ევროკავშირს და სადაც საქართველო არის ევროკავშირის კანდიდატ ქვეყნებთან ერთად. სწორედ ეს არის ის ფორმატი, რომელშიც უკვე შემოდგომაზე, ევროკომისია მოამზადებს საქართველოზე ანგარიშს კანდიდატის სტატუსის შესახებ. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. შესაბამისად, ჩვენი დიპლომატიური წარმომადგენლობა და ჩვენი დიპლომატიური წარმომადგენლობები საზღვარგარეთ 24-საათიან რეჟიმში მუშაობენ, რათა ჩვენი პარტნიორი სახელმწიფოები მაქსიმალურად ინფორმირებული იყვნენ იმ საქმიანობის შესახებ, რომელსაც ქვეყანა ახორციელებს როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის საზღვრებს გარეთ“, – განაცხადა ჯანჯალიამ.

 

 
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა