კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

შალვა პაპუაშვილი ოპოზიციური პარტიების დაფინანსების საკითხის გამოძიებას ითხოვს

ნახვები: 570 შალვა პაპუაშვილი ოპოზიციური პარტიების დაფინანსების საკითხის გამოძიებას ითხოვს

ქართულ პოლიტიკაში  უცხოური ფულის ინვესტირება ყალბი ორგანიზაცების და მაქინაციების მეშვეობით ხდება, - ამის შესახებ პარლამენტის თავმდჯდომარემ განაცხადა. შალვა პაპუაშვილის თქმით, ასეთი სქემები "გორჩის", "დროას"  და "ევროპული საქართელოს" შემთხვევებში გამოვლინდა. 

სახელისუფლებოს გუნდის ლიდერი ამბობს, რომ ყალბი არასამთავრობო ორგანიზაციები პირდაპირ ოპოზიციური პარტიების დაფუძნებულია, პოლიტიკურ ფულს კი გრანტად აფორმებენ და შემდეგ მას  რევოლუციური სცენარების დანერგვაში იყენებენ. მისი თქმით, საკითხით აუდიტის სამსახური უნდა დაინტერესდეს.\

 

"ზოგადი წესია, რომ უცხოურ ფულს არაფერი ესაქმება პოლიტიკაში. ჩვენ ვხედავთ, რომ სამწუხაროდ, ასეთი ყალბი ორგანიზაციების და რაღაც მაქინაციების მეშვეობით ხდება უცხოური ფულის ინვესტირება ქართულ პოლიტიკაში და მნიშვნელოვანია, ამას მიექცეს ყურადღება. ბოლო პერიოდში ვნახეთ, რომ გამოაშკარავდა ასეთი სქემები „გირჩის“ შემთხვევაში, „დროას“, სხვა პარტიების შემთხვევაში. „ევროპულ საქართველოსაც“ ჩამოყალიბებული აქვს ყალბი არასამთავრობო ორგანიზაციები, რომელიც არა უბრალოდ აფილირებულია ამ პარტიებთან, პირდაპირ მათი დაფუძნებულია, ლიდერების მიერ, იმართება მათ მიერ და ხდება პოლიტიკური ფულის გრანტად გაფორმება, რაც არის პარტიების უკანონო დაფინანსება. ამიტომ, მნიშვნელოვანია, აუდიტის სამსახური დაინტერესდეს ამ საკითხით და ზოგადად, ამ ორგანიზაციებმაც გაასაჯაროონ საკუთარი დაფინანსება, მათ შორის დონორებმა, რომლებიც აფინანსებენ ამ ორგანიზაციებს, თუნდაც IRI-მ, გაასაჯაროოს, რა მოცულობის თანხით აფინანსებს ამ ე.წ. ენჯეოს, რომელიც სინამდვილეში “გირჩის” პარტიის გაგრძელებაა, რა თანხით, რა მიზნებისთვის აფინანსებს, რატომ ხდება IRI-ის მიერ გადახდილი ფულით ახალგაზრდების იარაღთან შეჩვევა და რევოლუციური სცენარების დანერგვა. სწორედ ამაზე იყო საუბარი მათ შორის, როდესაც ვსაუბრობდით უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობის მნიშვნელობაზე. მაშინ იცით, რომ სამწუხაროდ არასწორად იქნა ეს ყველაფერი მიტანილი საზოგადოებამდე. სინამდვილეში ჩვენ ვხედავთ, რომ აქ შეიძლება სხვა ინტერესები იყო, რომ დაფარული ყოფილიყო ის დაფინანსებები, რომელიც საქართველოში შემოედინება. მე არაერთხელ მქონდა ჩვენს პარტნიორებთან ამაზე საუბარი, რომ მათი გადასახადის გადამხდელების ფული გამოიყენება საქართველოში ძალადობის იდეის დანერგვისთვის და ძალადობის წახალისებისთვის. ახლა აღმოჩნდა, რომ IRI პირდაპირ აფინანსებს ზუსტად ასეთი სახის ღონისძიებებს, სადაც იარაღთან გარკვეული გაშინაურება ხდება ახალგაზრდების, რომ მათ მერე არ მოერიდოთ საჭირო დროს ამ იარაღის ხელში დაჭერა. როდესაც ასეთი ღონისძიებები ფინანსდება ამერიკელი გადასახდელის ფულით, ეს რა თქმა უნდა, ძალიან შოკისმომგვრელია. კიდევ ერთხელ, ერთის მხრივ, მოვუწოდებ ამ ორგანიზაციებს, ჩახედონ, რაში იხარჯება მათი ფული, ძალადობრივი ჯგუფების და არჩევნების უარმყოფელების დაფინანსება რომ ხდება, შემდეგ რომ არ იყოს საუბარი იმაზე, თითქოს ეს ფული ქართველ ხალხს ხმარდება. პირდაპირ ვხედავთ, რომ ეს ფული ხმარდება ქართველი ხალხის ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგო საქმეებს, ამიტომ, მნიშვნელოვანია გადაიხედოს ეს საკითხი, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა. 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა