კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ალექსანდრე რაქვიაშვილი - ვიზების გაუქმებაში ცუდი არაფერია, მაგრამ მოცემულ კონტექსტში ეს ნიშნავს, რომ რუსეთს ჩვენი საგარეო პოლიტიკა მოსწონს, ეს არანაირი გაგებით კარგი არ არის

ნახვები: 523 ალექსანდრე რაქვიაშვილი - ვიზების გაუქმებაში ცუდი არაფერია, მაგრამ მოცემულ კონტექსტში ეს ნიშნავს, რომ რუსეთს ჩვენი საგარეო პოლიტიკა მოსწონს, ეს არანაირი გაგებით კარგი არ არის

ვიზების გაუქმებაში ცუდი არაფერი არ არის, მაგრამ მოცემულ კონტექსტში ეს ნიშნავს, რომ რუსეთის მთავრობას ჩვენი ქვეყნის საგარეო პოლიტიკა მოსწონს, ეს არანაირი გაგებით კარგი არ არის, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, ალექსანდრე რაქვიაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, რუსეთის ფედერაციის გადაწყვეტილებაზე საქართველოს მხრიდან არანაირი საპასუხო რეაქცია არ უნდა იყოს.

„სხვა დროს, სხვა კონტექსტში ეს შეიძლება, კარგი რამ ყოფილიყო. ვიზების გაუქმებაში ცუდი არაფერი არ არის, მაგრამ ამ კონტექსტში ეს ნიშნავს, რომ რუსეთის მთავრობას ჩვენი ქვეყნის საგარეო პოლიტიკა მოსწონს და ეს არანაირი გაგებით კარგი არ არის. პირიქით, იმ ფაქტის კონსტატაციაა, რომ ჩვენმა მთავრობამ სერიოზულად გადაუხვია ევროინტეგრაციის გზიდან. ეს შეიძლება, ჩვენ ისეც გვცოდნოდა ბევრი სხვადასხვა ნაბიჯიდან გამომდინარე, მაგრამ ეს უკვე არა მარტო შიგნიდან ჩანს, არამედ ჩვენი მტრებიც კი აფასებენ ამას თავისებურად. ამ გადაწყვეტილებაზე არანაირი საპასუხო რეაქცია არ უნდა იყო. რუსებმა გააუქმეს სავიზო რეჟიმი და გააუქმეს. გასაგებია, რომ ვიღაც ჩვენს მოქალაქეებს ეს გამოადგებათ, მაგრამ პრობლემა სავიზო რეჟიმში არ არის. პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ ეს არის რუსეთის პასუხი ჩვენს საგარეო პოლიტიკაზე. რუსეთის მთავრობამ ჩათვალა, რომ ჩვენი საგარეო პოლიტიკა კარგია, ეს არის ცუდია. ამაზე უნდა იყოს პასუხი მკაფიო ნაბიჯები საგარეო პოლიტიკაში იმგვარი, რომელიც რუსეთს არ მოეწონება. ანუ პროევროპული ნაბიჯები“, – განაცხადა რაქვიაშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა