კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინას ჯერ კიდევ სჭირდება დრო კონტრშეტევის დაწყებისთვის

ნახვები: 611 ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინას ჯერ კიდევ სჭირდება დრო კონტრშეტევის დაწყებისთვის

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინას ჯერ კიდევ სჭირდება დრო კონტრშეტევის დაწყებისთვის. აღნიშნულის შესახებ ზელენსკიმ ევროვიზიის ახალი ამბების წევრი საზოგადოებრივი მაუწყებლებისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, საბრძოლო ბრიგადები, მათ შორის ნატო-ს ქვეყნების მიერ გაწვრთნილი, მზადყოფნაში არიან, მაგრამ არმიას ჯერ კიდევ ესაჭიროება ჯავშანტექნიკა, რომლებიც ჯგუფურად მოდის.

„იმ შეიარაღებით, რაც უკვე გვაქვს, შეგვიძლია წინსვლა და, ვფიქრობ, წარმატებული ვიქნებოდით, მაგრამ ასე ჩვენ ბევრ ადამიანს დავკარგავთ. მიმაჩნია, რომ ეს მიუღებელია. ასე რომ, ჩვენ უნდა დაველოდოთ. ჯერ კიდევ გვჭირდება დრო“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა უარყო აშშ-ის მხარდაჭერის დაკარგვის შიში, თუ 2024 წელს ჯო ბაიდენს ხელახლა არ აირჩევენ და აღნიშნა, რომ უკრაინა კვლავ სარგებლობს ორპარტიული მხარდაჭერით აშშ-ის კონგრესში.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა