კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

იაგო ხვიჩია - ბანერზე იმ ხალხს გამოვაკრავდი, ვინც ადამიანების პირადი ცხოვრების ქექვით და ცხვირის ჩაყოფით არის დაკავებული

ნახვები: 441 იაგო ხვიჩია - ბანერზე იმ ხალხს გამოვაკრავდი, ვინც ადამიანების პირადი ცხოვრების ქექვით და ცხვირის ჩაყოფით არის დაკავებული

არსებულ პოლიტიკურ კონტექსტში სისხლიანი ბანერების გაკვრა არასწორია, - ამის შესახებ პარტია „გირჩის" წევრმა, იაგო ხვიჩიამ დედაქალაქის რამდენიმე ადგილზე გაკრულ ბანერებთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, ბანერებზე ვინმე თუ უნდა გამოაკრან, ის ხალხი უნდა იყოს, ვინც ადამიანების პირადი ცხოვრების ქექვით არის დაკავებული.

„გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში პრობლემა არ უნდა შემიქნან, რომ თუ ვინმე სამარცხვინო დაფაზე გაკვრას დაიმსახურებს, ბანერზე გავაკრა. ფარული ჩანაწერების, თვალთვალისა და კონტროლის ფარგლებში ვიღაც უნდა მოვკლათ, მაგრამ ეს არ გვინდა, ამიტომ, პასუხის გასაცემად უნდა არსებობდეს - „ვინ გვარცხვენს" ფორმატი. ძალადობას ეს სჯობს, რაც საზოგადოებაში ფიზიკური ძალადობის ფაქტებს შეამცირებს. რაც მინდა, ის სადღაც უნდა დავწერო და მივახატო, ეს უნდა იყოს დაცული. ამას არ უნდა შეეწინააღმდეგოს ჩემს შემთხვევაში ქვეყნის კანონმდებლობა. ზოგადად, არსებულ პოლიტიკურ კონტექსტში მიმაჩნია, რომ სისხლიანი ბანერების გაკვრა არასწორია. არც სხვა ადამიანური თვალსაზრისით არ არის სწორი, ამ ბანერზე იმ ხალხს რომ ამატებ, ვინც გუშინ შენი ოპოზიცია გახდა. რაც შეეხება იმას, ბანერზე პირველს ვის გამოვაკრავდი, ამ ბანერზე თუ ვინმე უნდა გამოვაკრათ, ის ხალხი უნდა იყოს, ვინც ადამიანების პირადი ცხოვრების ქექვით და ცხვირის ჩაყოფით არის დაკავებული", - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა