სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg
Ukraine`s capitulation would amount to the capitulation of us all, Merz says
Tusk calls Lviv Regional Council`s UPA resolution “suicidal tactics”
Ukraine could receive €17 B in budget support this year, subject to reforms, Costa says
Khmara, Drapatyi discuss stable arms supplies with Lockheed Martin delegation
Rubio calls Zelensky-Witkoff meeting in Norway positive

რუსული მედია უკრაინის მხრიდან კონტრიერიშის დაწყების შესახებ იუწყება

ნახვები: 545 რუსული მედია უკრაინის მხრიდან კონტრიერიშის დაწყების შესახებ იუწყება

რუსული მედიისა და პროპაგანდისტული სოციალური არხების ინფორმაციით, უკრაინამ კონტრიერიში დაიწყო. ამის შესახებ „ბიბისის“ რუსულენოვანი რედაქცია წერს.

როგორც „ბიბისი“ რუსულ მედიასა და პროპაგანდისტულ სოციალურ არხებზე დაყრდნობით წერს, უკრაინის შეიარაღებული ძალები დონბასის რეგიონში, ბახმუტის ჩრდილო-დასავლეთით და სამხრეთით მდებარე პოზიციებს წარმატებით უტევენ. ასევე, იუწყებიან სამხედრო ტექნიკისა და ცოცხალი ძალის დიდი გადაადგილების შესახებ ხარკოვის რაიონში, ლუგანსკის სვატოვასა და კრემინას რაიონებში საარტილერიო მზადებაზე.

თუმცა, უკრაინულ მხარეს კონტრიერიშის წამოწყებასთან დაკავშირებით რაიმე სახის განცხადება ან კომენტარი არ გაუკეთებია. ამ ეტაპზე შეუძლებელია იმის დადასტურება, შეესაბამება თუ არა რეალობას რუსული მხარის მიერ გავრცელებული ინფორმაცია.

 

 
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა