კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ დაამტკიცა კანონპროექტი, რომელიც არალეგალური მიგრაციისა და საზღვრის კვეთით ნარკოვაჭრობის შეჩერებას ისახავს მიზნად

ნახვები: 532 აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ დაამტკიცა კანონპროექტი, რომელიც არალეგალური მიგრაციისა და საზღვრის კვეთით ნარკოვაჭრობის შეჩერებას ისახავს მიზნად

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ დაამტკიცა კანონპროექტი, რომელიც არალეგალური მიგრაციისა და საზღვრის კვეთით ნარკოვაჭრობის შეჩერებას ისახავს მიზნად. ახლა დოკუმენტს კენჭი უნდა უყაროს სენატმა, თუმცა რესპუბლიკელები ვარაუდობენ, რომ უმრავლესობაში მყოფი დემოკრატები მას მხარს არ დაუჭერენ.

კანონის მიღების შემთხვევაში, აშშ-ში თავშესაფრის მაძიებლების მიმართ მკაცრი შეზღუდვები ამოქმედდება და თავშესაფრისთვის განაცხადების წარდგენა შტატებს გარეთ ქვეყნებიდან იქნება შესაძლებელი. ასევე, განახლდება მექსიკის საზღვართან საზღვრის გამყოფი კედლის მშენებლობა.

აღსანიშნავია, რომ აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ კოვიდპანდემიის დროს შემოღებული 42-ე განკარგულების მოქმედების ვადა დღეს ამოიწურა, რომლის დროსაც არალეგალი მიგრანტების აშშ-დან გაძევება გამარტივებული წესით და მოკლე ვადაში ხდებოდა. 42-ე განკარგულების ამოწურვასთან ერთად, ძალაში ბრუნდება მე-8 განკარგულება, რომელიც შედარებით მკაცრ საიმიგრაციო ზომებს ითვალისწინებს. მათ შორის, უკანონო კვეთის შემთხვევაში, ქვეყანაში ხელახლა შესვლაზე ხუთიდან ათ წლამდე შეზღუდვას.

42-ე განკარგულების მოქმედების ვადის ამოწურვის გამო აშშ-მექსიკის საზღვართან ბოლო პერიოდში სულ უფრო მეტი მიგრანტი იყრიდა თავს. აქ ბოლო ორ თვეში ყოველდღიურად საზღვრის გადაკვეთას ათი ათასზე მეტი ადამიანი ცდილობდა.

1tv.ge

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა