კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

მიხეილ სარჯველაძე - „ნაციონალური მოძრაობისგან“ დარჩა ნანგრევები და ნანგრევებიდან ვინ რა მასალას დაისაკუთრებს, ამაზე მიმდინარეობს პაექრობა დაჯგუფებებს შორის

ნახვები: 499 მიხეილ სარჯველაძე - „ნაციონალური მოძრაობისგან“ დარჩა ნანგრევები და ნანგრევებიდან ვინ რა მასალას დაისაკუთრებს, ამაზე მიმდინარეობს პაექრობა დაჯგუფებებს შორის

„ნაციონალური მოძრაობისგან“ დარჩა მხოლოდ და მხოლოდ ნანგრევები, ამ ნანგრევებიდან ვინ რა მასალას დაისაკუთრებს, ამაზე მიმდინარეობს პაექრობა ამ დაჯგუფებებს შორის, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

როგორც მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა, თავმჯდომარის არჩევნები, რომელიც გაიმართა ბოლოს „ნაციონალურ მოძრაობაში“, ნათლად აჩვენებდა, იმდენად დაძაბული იყო ამ დაჯგუფებებს შორის ურთიერთობა, რომ ერთ-ერთ ჯგუფს აუცილებლად მოუწევდა წასვლა ამ პარტიიდან და შეუძლებელი იქნებოდა მუშაობის ერთობლივად გაგრძელება.

„ნიკა მელიას გუშინდელ განცხადებაში არაფერი მოულოდნელი არ ყოფილა, თუ არ ჩავთვლით რამდენიმე გამოყენებულ მეტაფორას, რომელიც ბატონმა მელიამ გააკეთა. პარტიაში ახლა მიმდინარეობს მტაცებლური დაპირისპირება, ვინ მეტს წამოიღებს იმ პარტიიდან ან ვინ მეტს დაიტოვებს. ამ შემთხვევაში იგულისხმება ის ელექტორატი, რომელიც მთლიანობაში „ნაციონალურ მოძრაობას“ ჰყავს, ვინ მეტს გაინაწილებს ნარჩენების გზით, ეს არის მთელი ამოცანა. „ნაციონალური მოძრაობისგან“ დარჩა მხოლოდ და მხოლოდ ნანგრევები. ამ ნანგრევებიდან ვინ რა მასალას დაისაკუთრებს, ამაზე მიმდინარეობს პაექრობა ამ დაჯგუფებებს შორის. არც ის იყო მოულოდნელი და უცნაური, რომ დასახელდა სხვა გვარებიც კეზერაშვილისა და მერაბიშვილის მიღმა. ყველა ის პიროვნება, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებასთან ასოცირდებოდა და ცუდად ასოცირდებოდა, ისინი არსად არ წასულან.

თავად მელიას მმართველობის დროსაც არ მგონია, რომ ინსტიტუციურად სანიმუშო მმართველობასთან გვქონდა საქმე, ეს ყოველთვის იყო. ჩვენი ოპოზიციის დამახასიათებელი ნიშან-თვისება გახდა, რომ სხვას აბრალებენ იმას, რაშიც თავად მიუძღვით ხოლმე ბრალი. მმართველობასთან დაკავშირებული მანკიერებები, რომელიც დამახასიათებელია მათი მმართველობისთვის, ელანდებათ ყველგან, რომ სხვაც ასე მართავს ყველაფერს. თუკი რაიმე ნაკლოვანება არსებობს, თავად რაც გააჩნიათ, სხვას აბრალებენ სრულიად დაუსაბუთებლად. მართლაც, თუკი რამე შეიძლება ითქვას ბოლოდროინდელ საქართველოში არაფორმალურ მმართველობაზე, ეს დამახასიათებელია თავად „ნაციონალური მოძრაობისთვის“, – განაცხადა სარჯველაძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა