თენგიზ აბლოთია: ღარიბაშვილის ბრალდებების მიუხედავად, ივანიშვილი კობახიძეს არ მოიშორებს — მისთვის ასეთი მეორე შემსრულებელი არ არსებობს
Air defenses down 135 drones used by Russia to attack Ukraine overnight
War update: 215 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottes
Injury toll in Russian strike on Odesa rises to 17
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,320 over past day
Erdogan after meeting Putin: Türkiye ready to do everything possible for peace
Trump names condition for meeting Putin “immediately”
Russian sabotage groups show no significant activity along border — spox Demchenko

გია ვოლსკი - მელიას მხარდაჭერა არ ექნება ჯგუფისგან, რომელსაც განაგებენ მერაბიშვილი და კეზერაშვილი, შეიძლება, ადეიშვილის გარშემო გაერთიანდნენ და წინ წამოსწიეს ხაბეიშვილის ინტელექტუალური რესურსი

ნახვები: 588 გია ვოლსკი - მელიას მხარდაჭერა არ ექნება ჯგუფისგან, რომელსაც განაგებენ მერაბიშვილი და კეზერაშვილი, შეიძლება, ადეიშვილის გარშემო გაერთიანდნენ და წინ წამოსწიეს ხაბეიშვილის ინტელექტუალური რესურსი

ნიკა მელიას მხარდაჭერა არ ექნება ჯგუფისგან, რომელსაც განაგებენ მერაბიშვილი და კეზერაშვილი, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

ვოლსკის თქმით, შეიძლება, ადეიშვილის გარშემო გაერთიანდნენ და წინ წამოსწიეს ხაბეიშვილის ინტელექტუალური რესურსი.

„ისმის შეკითხვა კეზერაშვილის, მერაბიშვილის, ადეიშვილის და ლევან ხაბეიშვილის გაერთიანება უფრო წარმატებული იქნება „ნაცმოძრაობის“ ასპარეზზე თუ მელიას ჯგუფი და შეიძლება, ესენი გაერთიანდნენ. გამორიცხულია, აქ არის მთავარი თემა, დაფინანსება კეზერაშვილისგან, რაიმე პოლიტიკური ან ნებისმიერი სხვა მხარდაჭერა მელიას არ ექნება იმ ჯგუფისგან, ვისაც განაგებს ვანო მერაბიშვილი და კეზერაშვილი. შეიძლება, ზურაბ ადეიშვილის გარშემო არიან გაერთიანებული,  ვისაც წინ წამოწეული ჰყავთ ლევან ხაბეიშვილის ეს ინტელექტუალური რესურსი. ამათ ერთმანეთთან არაფერი არ ესაქმებათ. სამწუხაროა, რომ ამ ადამიანებს არანაირი სხვა რესურსი არ გააჩნია, თუ არა ერთმანეთთან შეჯიბრი იმაში, ვინ უფრო დიდ კუნთებს და ვინ უფრი დიდ ფინანსურ რესურსებს ფლობს, რომ დესტაბილიზაცია მოახდინოს ამ ქვეყნის“, – განაცხადა ვოლსკიმ.

რაც შეეხება „ნაციონალურ მოძრაობაში“ არაფორმალურ მმართველობას, ვოლსკის თქმით, ისე არიან გამოსული ასპარეზზე, რომ ამას არაფორმალურ მმართველობა აღარ ჰქვია.

„მერაბიშვილიც გამოვიდა და თქვა, რომ ჩვენ ომში უნდა ჩავერთოთ, მისი ბოლო განცხადება იყო და მის მერე მოაშთეს სცენიდან. ვინაიდან არ დაედასტურებინა ის რეალობა, რაზეც ჩვენ დიდი ხანია ვსაუბრობთ. მერაბიშვილი, რომ ჩართულია მმართველობაში და კეზერაშვილი, რომ აფინანსებს ამას უკვე აღარ ჰქვია არაფორმალური მმართველობა, ამას ჰქვია მმართველობა. მმართველობაში არიან ეს ადამიანები ჩართული და ხაბეიშვილი წინ ჰყავთ წამოწეული. არ ვიცი, რა ნიშნით შეარჩიეს, ალბათ ინტელექტი მოუწონეს, მაგრამ, ფაქტია, რომ ეს ადამიანები ლიდერები არიან. რაც შეეხება ადეიშვილის გვარის გამოჩენას ამ ასპარეზზე ესეც არ უნდა იყოს მოულოდნელი, იგი არის იმ პოზიციაზე და ის ხედვები აქვს, რაც „ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს და გარკვეული რესურსიც გააჩნია, რათა ამ ასპარეზზე იმოღვაწეოს, მათ შორის, უკრაინის პოლიტიკური ისტებლიშმენტის პლატფორმიდან აკეთებინოს გარკვეული განცხადებები, მაგალითად, არახამიას. წრე შეიკრა, ყველაფერი აშკარაა და ეს პროცესი ჩვენს თვალწინ მიმდინარეობს. ნებისმიერი კვლევა დაადასტურებს, რომ ამ ადამიანების მხარდაჭერა საზოგადოებაში შემცირებულია. ფაქტია, რომ ვინც საქართველოს დესტაბილიზაციით ემუქრება მელიას ფრთა იქნება თუ ხაბეიშვილის, ყოველთვის დამარცხებული იქნება არჩევნების დრო. რევოლუციას სწორედ ამიტომ ლამობენ. ეს არის ფორმულა“, – განაცხადა ვოლსკიმ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა