კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

შარლ მიშელი აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერებთან შეხვედრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

ნახვები: 545 შარლ მიშელი აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერებთან შეხვედრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერებთან შეხვედრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. ევროკავშირის მაღალჩინოსნის განცხადებით, ილჰამ ალიევმა და ნიკოლ ფაშინიანმა გამოხატეს საერთო სურვილი სამხრეთ კავკასიაში მშვიდობის შესახებ.

შარლ მიშელის თქმით, სამმხრივ შეხვედრაზე საზღვრის საკითხთან დაკავშირებით ლიდერები შეთანხმდნენ სასაზღვრო საკითხებზე ორმხრივი შეხვედრების განახლებაზე, ასევე ლიდერებმა დაადასტურეს თავიანთი ცალსახა ერთგულება 1991 წლის ალმათის დეკლარაციისა და სომხეთის (29,800 კმ2) და აზერბაიჯანის (86,600 კმ2) შესაბამისი ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.

შარლ მიშელის თქმით, დაკავშირებადობის კუთხით მხარეებმა მიაღწიეს აშკარა პროგრესს დისკუსიებში, რომლებიც მიზნად ისახავს რეგიონში სატრანსპორტო და ეკონომიკური კავშირების განბლოკვას. მიშელის განცხადებით, ამ თემაზე პოზიციები ახლა ძალიან მიუახლოვდა ერთმანეთს, განსაკუთრებით სარკინიგზო კავშირების გახსნასთან დაკავშირებით ნახჭევანის მიმართულებით და გავლით.

შარლ მიშელმა აზერბაიჯანს მოუწოდა, უზრუნველყოს გამჭვირვალე და კონსტრუქციული დიალოგი ყარაბაღში მცხოვრებ მოსახლეობასთან.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა