პროკურატურამ „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე სამშობლოს ღალატის, კერძოდ საბოტაჟის ბრალდებით დააკავა
წინ, ხვიჩა! ეს გზა რთულია, მაგრამ შენ მარტო არ ხარ!
კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა

იენს სტოლტენბერგი - უკრაინას აქვს უფლება, აირჩიოს საკუთარი გზა, მოსკოვი არ წყვეტს, რისი გაკეთება შეუძლია უკრაინას, ნატო-ს კარი რჩება ღია

ნახვები: 509 იენს სტოლტენბერგი - უკრაინას აქვს უფლება, აირჩიოს საკუთარი გზა, მოსკოვი არ წყვეტს, რისი გაკეთება შეუძლია უკრაინას, ნატო-ს კარი რჩება ღია

ნატო-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, უკრაინის ალიანსში გაწევრიანების საკითხზე საუბარს აზრი არ ექნება, თუ ქვეყანა ომში ვერ გაიმარჯვებს, როგორც სუვერენული, დამოუკიდებელი ერი ევროპაში.

მისივე თქმით, ივლისში სამიტზე შეხვედრისას ნატო-ს მოკავშირეებს უკრაინის მხარდასაჭერად მკაფიო გზავნილები ექნებათ, რაც მრავალი გზით გამოიხატება.

„როდესაც საქმე გაწევრიანებას ეხება, ველოდები, რომ ნატო-ს მოკავშირეები იტყვიან, უკრაინა გახდება ალიანსის წევრი. ეს არაერთხელ ითქვა. უკრაინას აქვს უფლება, აირჩიოს საკუთარი გზა. მოსკოვი არ წყვეტს, რისი გაკეთება შეუძლია უკრაინას, არამედ ამას წყვეტს უკრაინა. სწორედ ნატო-ს მოკავშირეები წყვეტენ გაწევრიანების საკითხებს და, რა თქმა უნდა, ნატო-ს კარი რჩება ღია“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა კოპენჰაგენში დემოკრატიის სამიტზე მის წინამორბედთან, ანდრეს ფოგ რასმუსმენთან ინტერვიუს დროს.

ამასთან, ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იმედი გამოთქვა, რომ სამიტზე შეთანხმდებიან უკრაინისთვის მრავალწლიანი პროგრამის შექმნაზე, რომელიც დაეხმარება ქვეყანას საბჭოთა პერიოდის სტანდარტებიდან ნატო-ს სტანდარტებსა და აღჭურვილობაზე გადასვლაში.

„ახლა უკრაინის გამარჯვების უზრუნველყოფა გადაუდებელი ამოცანაა“, – აღნიშნა სტოლტენბერგმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა