კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ვალერი ზალუჟნი - უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა რუსეთის მიერ გასულ ღამეს უკრაინის ქალაქების მიმართულებით გაშვებული ყველა რაკეტა ჩამოაგდეს

ნახვები: 552 ვალერი ზალუჟნი - უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა რუსეთის მიერ გასულ ღამეს უკრაინის ქალაქების მიმართულებით გაშვებული ყველა რაკეტა ჩამოაგდეს

უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა რუსეთის მიერ გასულ ღამეს უკრაინის ქალაქების მიმართულებით გაშვებული 18 რაკეტიდან ყველა ჩამოაგდეს, – ამის შესახებ ტელეგრამარხში უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი ვალერი ზალუჟნი წერს.

მისი ცნობით, ღამით რუსმა ოკუპანტებმა უკრაინის მიმართულებით ჩრდილოეთიდან, სამხრეთიდან და აღმოსავლეთიდან სხვადასხვა ტიპის 18 რაკეტა გაუშვეს. კერძოდ, „მიგ-31“-ის ექვსი თვითმფრინავიდან გაუშვეს „კინჟალის“ ექვსი რაკეტა, შავ ზღვაში ბაზირებული ხომალდებიდან -„კალიბრის“ ტიპის ცხრა რაკეტა, ასევე „ისკანდერის“ და „ეს-400“-ის სამი რაკეტა. უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა 18-ვე რაკეტა გაანადგურეს.

ზალუჟნის ცნობით, გარდა ამისა, 16 მაისის ღამით უკრაინამ რუსეთის ძალების მიერ გაშვებული „შაჰიდის“ დრონები, ასევე სამი სადაზვერვო უპილოტო აპარატი ჩამოაგდეს.

გვიან ღამით უკრაინის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო განგაში იყო გამოცხადებული.

დედაქალაქ კიევში რაკეტის ნამსხვრევების ჩამოვარდნის შედეგად დაზიანებულია ავტომობილები და ერთი შენობა, დაშავებულია სამი ადამიანი. კიევის სამხედრო საქალაქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი სერგეი პოპკო აცხადებს, რომ თავისი ინტენსიურობით ეს იყო უპრეცედენტო იერიში; გაშვებული იყო მაქსიმალური რაოდენობის რაკეტა დროის უმოკლეს მონაკვეთში.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა