Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg
Ukraine`s capitulation would amount to the capitulation of us all, Merz says
Tusk calls Lviv Regional Council`s UPA resolution “suicidal tactics”
Ukraine could receive €17 B in budget support this year, subject to reforms, Costa says
Khmara, Drapatyi discuss stable arms supplies with Lockheed Martin delegation

პაატა მანჯგალაძე - იუსტიციის საბჭოს წევრობის კანდიდატებთან დაკავშირებით უმრავლესობის ულტიმატუმი არის იმისთვის, რომ პროცესი ჩააგდონ

ნახვები: 438 პაატა მანჯგალაძე - იუსტიციის საბჭოს წევრობის კანდიდატებთან დაკავშირებით უმრავლესობის ულტიმატუმი არის იმისთვის, რომ პროცესი ჩააგდონ

ულტიმატუმს არ ვიღებთ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრობის კანდიდატებთან დაკავშირებით, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ოპოზიციაში კარგი კანდიდატები არ გვყავს, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

ოპოზიოცინერი დეპუტატი გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის შეთავაზებას, რომ ოპოზიციამ დღის განმავლობაში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის მათთვის მისაღები კანდიდატები წარმოადგინოს.

მანჯგალაძის შეფასებით, ეს არ არის საქმიანი შედეგის მიღწევისთვის წამოყენებული ულტიმატუმი, არამედ არის ულტიმატუმი პროცესის ჩავარდნისთვის.

„ჩვენ გვყავს კარგი კანდიდატები, ესენი ჩვენი კანდიდატები არ არიან. ესენი არიან არასამთავრობო ორგანიზაციების დასახელებული მიუკერძოებელი და პროფესიონალი კანდიდატები, რომელთა რეპუტაციაში ეჭვი არავის ეპარება. ჩვენ ამ კანდიდატებს დავუჭერთ მხარს და დავასახელებთ. ჩვენ გვქონდა ოპოზიციის შეხვედრა, მაგრამ „ქართული ოცნების“ ულტიმატუმს არ ვუპასუხებთ იმით, 24 საათში წარმოადგინეთო, რომ გვეუბნებიან. ორი წელია, ეს ვაკანსია არსებობს და უცებ გავიქცეთ და ფურცელი მივიტანოთ, მაგრამ ჩვენ ვადასტურებთ, რომ ასეთი საუკეთესო კანდიდატები გვყავს და პარლამენტში არიან წარმოდგენილი. „ქართულმა ოცნებამ“ უნდა გადმოდგას კონკრეტული ნაბიჯები და დაადასტუროს გულწრფელობა, რომ ნამდვილად მზად არის, აირჩიოს იუსტიციის საბჭოში ღირსეული კანდიდატები. ამაზე მზაობას ვერ ვხედავთ. ამ პროცესს „ქართული ოცნება“ გამოიყენებს და ულტიმატუმებს დააყენებს, რათა ეს პროცესი არ გამოვიდეს. ეს არ არის საქმიანი შედეგის მიღწევისთვის წამოყენებული ულტიმატუმი. ეს არის ულტიმატუმი იმისთვის, რომ პროცესი ჩააგდონ“, – განაცხადა მანჯგალაძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა