კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ისკო დასენი - არც მე, არც ჩემი ოჯახის წევრებს არასდროს გვქონია კავშირი ქოლცენტრებთან, ვაშაძე ცდილობს, საზოგადოება შეცდომაში შეიყვანოს

ნახვები: 597 ისკო დასენი - არც მე, არც ჩემი ოჯახის წევრებს არასდროს გვქონია კავშირი ქოლცენტრებთან, ვაშაძე ცდილობს, საზოგადოება შეცდომაში შეიყვანოს

სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ არც მე, არც ჩემი ოჯახის წევრებს არასდროს გვქონია კავშირი ქოლცენტრებთან, დღევანდელი განცხადებით ვაშაძე ცდილობს, შეცდომაში შეიყვანოს საზოგადოება, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის წევრმა, ისკო დასენმა „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის დღევანდელი განცხადების საპასუხოდ აღნიშნა.

კერძოდ, დასენმა კომენტარი გააკეთა ვაშაძის იმ განცხადებაზე, სადაც „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი ე.წ. ქოლცენტრების საქმესთან კავშირში დეპუტატ ისკო დასენს და მისი ოჯახის წევრებს ადანაშაულებს.

დეპუტატ ისკო დასენის განცხადებით, გიორგი ვაშაძეს არ გააჩნია არანაირი მტკიცებულება, არ წარუდგენია და ვერც წარადგენს.

„გიორგი ვაშაძემ გააკეთა განცხადება, თითქოს მე და ჩემი ოჯახის წევრები გარეულები ვიყავით ქოლცენტრებთან დაკავშირებულ დანაშაულებთან. ამასთან, დასახელებული აქვს რამდენიმე გვარიც, მათ შორის ვინმე არახამიაც. სრული პასუხისმგებლობით მინდა, განვაცხადო, რომ არც მე, არც ჩემი ოჯახის წევრებს, შვილებს არანაირი ურთიერთობა არასდროს არ გვქონია ამ ქოლცენტრებთან და, საერთოდ, ამ დანაშაულებთან. ამის შესახებ მე ადრეც მქონდა გაკეთებული განცხადება. დასახელებული არიან ასევე ზურაბ ლეშქაშელი, მიხეილ არახამია, ქეთევან თევდორაძე და მალხაზ ამოიანი. ვაცხადებ, არცერთს ამ პიროვნებებიდან, არც მე, არც ჩემი ოჯახის წევრები არ იცნობენ. თქვენთვის ცნობილია, ყველამ ვიცით, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ვაშაძის ოჯახის წევრი მონაწილეობდა ამ დანაშაულის ჩადენაში. დღევანდელი განცხადებით, ვაშაძე ცდილობს, შეცდომაში შეიყვანოს საზოგადოება. საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს ფარგლებს გარეთ. დრო გვიჩვენებს ყველაფერს და დადგინდება, ვის მიერ არის ჩადენილი ეს დანაშაულებები. ვაშაძეს არ გააჩნია არანაირი მტკიცებულება, არ წარმოუდგენია და ვერც წარმოადგენს. ვისაც ჩადენილი აქვს დანაშაული, აუცილებლად უნდა აგოს პასუხი კანონის წინაშე“, – განაცხადა ისკო დასენმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა