კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ქარელის რაიონში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად საპატრულო პოლიციის ორი თანამშრომელი დაიღუპა

ნახვები: 468 ქარელის რაიონში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად საპატრულო პოლიციის ორი თანამშრომელი დაიღუპა

ქარელის რაიონში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად საპატრულო პოლიციის ორი თანამშრომელი დაიღუპა, – ამის შესახებ აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, 1993 წელს დაბადებული წარსულში ნასამართლევი, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი გ.ლ. დიდი სიჩქარით მოძრაობდა ქარელის რაიონში და საავტომობილო გზის გვერდულზე მდგომ საპატრულო პოლიციის ეკიპაჟს დაეჯახა, რის შედეგადაც შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალნენ ავტომანქანაში მსხდომი საპატრულო პოლიციის თანამშრომლები: 1972 წელს დაბადებული ომარ ქარელი და 1992 წელს დაბადებული ვანო ბასანიძე.

„სამართალდამცველებმა გ.ლ დააკავეს. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-9 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ, ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, იმის მიერ ვინც, ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს და რამაც ორი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

შინაგან საქმეთა სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს შიდა ქართლში, ქარელის რაიონში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის გამო, რომელმაც საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი იმსხვერპლა“, – აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა