კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ენტონი ბლინკენი არ გამორიცხავს, რომ რუსეთი, შესაძლოა, ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოცხადდეს

ნახვები: 487 ენტონი ბლინკენი არ გამორიცხავს, რომ რუსეთი, შესაძლოა, ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოცხადდეს

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი არ გამორიცხავს, რომ რუსეთი, შესაძლოა, ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოცხადდეს. ბლინკენმა აღნიშნულის შესახებ რესპუბლიკელ სენატორ ლინდსი გრეჰემთან დისკუსიის დროს განაცხადა.

სენატორ გრეჰემის კითხვაზე, – „რუსეთს ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ არასოდეს გამოაცხადებთ?“ –  აშშ-ს სახელმწიფოს მდივანმა უპასუხა: „არასოდეს თქვა – არასოდეს“.

მედიის ცნობით, იმ შემთხვევაში, თუ რუსეთს ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარებენ, ეს აიძულებს აშშ-ს, დააწესოს დამატებითი შეზღუდვები ქვეყნებზე, რომლებიც კრემლთან ერთად მოქმედებენ.

ბაიდენის ადმინისტრაციამ წარსულში უარყო რუსეთის ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარების მოთხოვნა და აღნიშნა, რომ ეს დაბლოკავდა ყოველგვარ დიპლომატიურ ძალისხმევას უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის დასასრულებლად.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა