კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ჯოზეფ ბორელი - ევროკავშირი თურქეთს არჩევნების დამკვირვებელთა შენიშვნებზე რეაგირებისკენ მოუწოდებს

ნახვები: 486 ჯოზეფ ბორელი - ევროკავშირი თურქეთს არჩევნების დამკვირვებელთა შენიშვნებზე რეაგირებისკენ მოუწოდებს

ევროკავშირი მოუწოდებს თურქეთს არჩევნების დამკვირვებელთა შენიშვნებზე რეაგირებისკენ, – ეს განცხადება ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა გააკეთა. ინფორმაციას „ევროპეისკაია პრავდა“ ავრცელებს.

ევროკავშირმა თურქეთის საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების დროს არსებული სიტუაციის შესახებ საერთაშორისო დამკვირვებლების მოხსენების შემდეგ მოუწოდა ქვეყნის ხელისუფლებას, ამ საკითხისადმი ყურადღება გაამახვილოს.

„ჩვენ მხედველობაში მივიღეთ ეუთო-სა და ევროსაბჭოს საერთაშორისო სადამკვირვებლო კომისიის წინასწარი შეფასებები და მოვუწოდებთ თურქეთის ხელისუფლებას, რეაგირება მოახდინონ ამ საკითხებზე. ევროკავშირი უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებს არჩევნების გამჭვირვალობას სანდო და თანაბარ პირობებში“, – აღნიშნეს ევროკავშირის წარმომადგენლებმა.

დამკვირვებლების ანგარიშში ნათქვამია, რომ თურქეთის არჩევნები მოქმედი ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის დაუსაბუთებელი უპირატესობითა და ხელისუფლების ოპონენტებზე ზეწოლით გამოირჩეოდა, მაგრამ არჩევნები კონკურენტუნარიანი იყო.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა