კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

დანიის პრემიერი - არ უნდა დაგვავიწყდეს საქართველოს და მოლდოვის მხარდაჭერა, რომლებიც არიან ფრონტის ხაზზე და რუსეთის მხრიდან ზეწოლას განიცდიან

ნახვები: 501 დანიის პრემიერი - არ უნდა დაგვავიწყდეს საქართველოს და მოლდოვის მხარდაჭერა, რომლებიც არიან ფრონტის ხაზზე და რუსეთის მხრიდან ზეწოლას განიცდიან

როდესაც ვსხედვართ ამ მაგიდის გარშემო, ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს წევრი ქვეყნების, საქართველოს და მოლდოვის მხარდაჭერა, რომლებიც არიან ფრონტის ხაზზე და განიცდიან რუსეთის მხრიდან ზეწოლას, – ამის შესახებ დანიის პრემიერ-მინისტრმა, მეთე ფრედერიქსენმა განაცხადა.

როგორც დანიის პრემიერ-მინისტრმა რეიკიავიკის სამიტზე განაცხადა, უნდა გაგრძელდეს ძალისხმევა, რომ დემოკრატიის უკუსვლა არ იყოს დაშვებული.

„75 წლის განმავლობაში ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია ემსახურება ევროპის ყველა მოქალაქის ფუნდამენტურ უფლებებს. ჩვენ გვაქვს საერთო პასუხისმგებლობა, მუდმივად უზრუნველვყოთ, რომ ჩვენი პრინციპები მიღებული და გამოყენებულია. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ძალისხმევა, რომ არ დავუშვათ დემოკრატიის უკუსვლა და როდესაც ჩვენ სარგებელს ვიღებთ ახალი ტექნოლოგიებისგან, უნდა უზრუნველვყოთ, რომ ჩვენი დემოკრატიული უფლებები არის მიღებული“, – განაცხადა ფრედერიქსენმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა