კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

საგამოძიებო სამსახურმა აპრილის თვეში უაქციზო სიგარეტის შენახვა-გადაზიდვა-რეალიზაციის 33 ფაქტი გამოავლინა

ნახვები: 473 საგამოძიებო სამსახურმა აპრილის თვეში უაქციზო სიგარეტის შენახვა-გადაზიდვა-რეალიზაციის 33 ფაქტი გამოავლინა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, 2023 წლის აპრილის თვეში, საქართველოს მასშტაბით გატარებული ოპერატიულ სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, გამოავლინეს მარკირებას დაქვემდებარებული დიდი ოდენობით აქციზური საქონლის, აქციზური მარკის გარეშე შენახვა-გადაზიდვა-რეალიზაციის 33 ფაქტი, რაზეც ბრალდებულის სახით  პასუხისგებაში მიეცა 29 პირი,  მათგან დაკავებულია 10 პირი.

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულში მხილებული პირებისგან ამოღებულია სარეალიზაციოდ განკუთვნილი სხვადასხვა დასახელების, ჯამში 86 285 კოლოფი უაქციზო სიგარეტი, რომლის საერთო საბაზრო ღირებულება 422 000 ლარს აღემატება.

„აღნიშნული დანაშაული გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლით და ისჯება თავისუფლების აღკვეთით 6-დან 8 წლამდე ვადით“, – ნათქვამია საგამოძებო სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა