კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

გია ვოლსკი - ოპოზიციის მხრიდან ანაკლიის პორტისა და „ნამახვანჰესის“ პროექტებს შორის პარალელის გავლება სპეკულაციაა

ნახვები: 444 გია ვოლსკი - ოპოზიციის მხრიდან ანაკლიის პორტისა და „ნამახვანჰესის“ პროექტებს შორის პარალელის გავლება სპეკულაციაა

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი აცხადებს, რომ ოპოზიციის მხრიდან ანაკლიის პორტისა და „ნამახვანჰესის" პროექტებს შორის პარალელის გავლება სპეკულაციაა

მისივე თქმით, „ენკას" მიერ ხელშეკრულების შეწყვეტასთან დაკავშირებით ნიუანსები დეტალურადაა განსახილველი.

„ოპოზიციის მხრიდან ანაკლიისა და ნამახვანის პროექტებს შორის პარალელის გავლება სპეკულაციაა, რადგან სახელმწიფომ ყველაფერი გააკეთა და თუ ანაკლიასთან მიმართებით რაიმე საყვედურის თქმა შეიძლება, ეს არის ხარჯების გამო, რაც სახელმწიფომ გაიღო. კონტრაქტის პირობები რამდენჯერმე იყო შეცვლილი, კომპანიას კეთილი უნდა ენება, ინვესტორი მოეძებნა და პორტის დატვირთვის თაობაზე თავისი გეგმაც უნდა ჰქონოდა. კომპანიამ გადაწყვიტა, რომ პასუხისმგებლობა სახელმწიფოზე დაეკისრებინა და ახლა მილიონ ნახევარს ედავება ქვეყნის ბიუჯეტს. ეს არის სახე იმ კომპანიის, რომელიც პოლიტიკაშია ესოდენ აქტიური.

რაც შეეხება „ენკას", პასუხისმგებლობა არის ხელისუფლებისაც და დეტალურადაა ის ნიუანსები განსახილველი, რასაც შეიძლება, საქართველოსთვის ზარალი მოეტანა. თუ ამის განხილვა იქნება არამიკერძოებულ, საერთაშორისო არბიტრაჟის დონეზე, ვფიქრობ, საქართველოს საკმაოდ მყარი პოზიცია აქვს, დაიცვას საკუთარი თავი, მოსახლეობა და ბიუჯეტი, თუმცა დეტალური საუბარი იქნება პრემიერ-მინისტრის განცხადების შემდეგ", - განაცხადა გია ვოლსკიმ.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა