კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

მედია - რუსები კიევს „კამიკაძე-დრონებით“ დაესხნენ თავს, უკრაინელებმა ყველა დრონი გაანადგურეს

ნახვები: 571 მედია - რუსები კიევს „კამიკაძე-დრონებით“ დაესხნენ თავს, უკრაინელებმა ყველა დრონი გაანადგურეს

რუსულმა ძალებმა კიევზე დრონებით თავდასხმა განახორციელეს, - ინფორმაციას უკრაინული მედია ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ამჯერად კიევის მიმართულებით ირანული Shahed-ის „კამიკაძე-დრონებით“ დრონები გაუშვეს, თუმცა, უკრაინის საჰაერო ძალებმა, დედაქალაქთან მიახლოებისას ყველა მათგანი გაანადგურეს.

"ყველა საჰაერო სამიზნე, რომელიც კიევის მიმართულებით მოძრაობდა, ჩვენი საჰაერო თავდაცვის ძალებმა და საშუალებებმა გაანადგურეს. მადლობა ცის დამცველებს შესანიშნავი მუშაობისთვის!" - ნათქვამია კიევის საქალაქო-სამხედრო ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

უკრაინული მედიის ცნობით, რუსულმა ძალებმა, მაისის დასაწყისიდან კიევზე მეათე თავდასხმა განახორციელეს.

ცნობისათვის, დღეს დილით გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინის მთელს ტერიტორიაზე საჰაერო განგაში იყო გამოცხადებული და რამდენიმე ოლქში აფეთქებების ხმები ისმოდა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა