კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

შს მინისტრი თბილისის აეროპორტთან აქციაზე - მშვიდობიანად რომ მდგარიყვნენ, ადგილიც გამოვუყავით, არავინ არავის დააკავებდა, თუმცა, მშვიდობიანი არ აწყობდათ, რაღაც შოუ ხომ უნდა დაიდგას

ნახვები: 594 შს მინისტრი თბილისის აეროპორტთან აქციაზე - მშვიდობიანად რომ მდგარიყვნენ, ადგილიც გამოვუყავით, არავინ არავის დააკავებდა, თუმცა, მშვიდობიანი არ აწყობდათ, რაღაც შოუ ხომ უნდა დაიდგას

იქ [აეროპორტში] რომ მშვიდობიანად მდგარიყვნენ, ადგილიც გამოვუყავით - არავინ არავის არ დააკავებდა. თუმცა, რა თქმა უნდა, მშვიდობიანი არ აწყობდათ, რაღაც შოუ ხომ უნდა დაიდგას - საღებავების მისხმა, გინება და რაღაც მაინც ჩაატარეს, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა პარლამენტში, ინტერპელაციის ფორმატში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც ის განმარტავს, აქციის მონაწილეებმა, რომლებიც დღეს, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მოსკოვი-თბილისის რეისის ჩამოფრენას აპროტესტებდნენ, პოლიციელებს შეურაცხყოფა მიაყენეს, რის გამოც, 6 პირის დაკავება მოუწიათ.

„აეროპორტი ახსენეთ. ჩვენ, შინაგან საქმეთა სამინისტრო ყველა მოქალაქის დამცველები ვართ, უსაფრთხოება როგორც ერთი ჯგუფის, ისე მეორე ჯგუფის უნდა უზრუნველვყოთ, მათ შორის, ჩამოსული სტუმრების, ტურისტების. ადგილი გამოვყავით, ავტოსადგომი მოვუნახეთ, პირიქით, დავეხმარეთ, ვუთხარით, აქ დადექით, გამოხატეთ, იყვირეთ - შეურაცხყოფა არ უნდა მიაყენოთ პოლიციელებს. მე მგონი დაიდო კიდეც, პირდაპირ გინება იყო, საღებავები მიასხეს პოლიციელებს. მე მგონი, არასწორია, პოლიციელს რომ აგინებენ, შეურაცხყოფას აყენებენ, 6 ადამიანი დავაკავეთ, გაუშვებენ ან დააჯარიმებენ. თუ რუსეთიდან ერთი რეისი იყო ჩამოსული, 4 რეისი ჩამოვიდა იქ მათ შორის, ევროპიდან, დოჰადან - 600-კაცამდე, უნდა შესულიყვნენ შიგნით - „ფოიეში“ და იქ უნდა მოეწყოთ ეს საღებავების მისხმები და ეს უბედურება? იქ რომ მშვიდობიანად მდგარიყვნენ, ადგილიც გამოვუყავით - არავინ არავის არ დააკავებდა. თუმცა, რა თქმა უნდა, მშვიდობიანი არ აწყობდათ, რაღაც შოუ ხომ უნდა დაიდგას - საღებავების მისხმა, გინება და რაღაც მაინც ჩაატარეს. აქედან გამომდინარე იძულებული ვიყავით, 6 ადამიანი დაგვეკავებინა, თორემ მანამდე ვეხმარებოდით გადაადგილებაშიც, ავტოსადგომიც მოვუნახეთ, ადგილიც გამოვუყავით აეროპორტთან ახლოს, გამომსვლელებს დაინახავდნენ, საიდანაც გამოვიდოდნენ, თუმცა, პოლიციელების მიმართ აგრესია მაინც გამოხატეს. ყოველთვის დავიცავ პოლიციელებს, დარწმუნებული ვარ, თქვენც ამას ფიქრობთ, არ შეიძლება პოლიციელს აგინო, არ შეიძლება ფიზიკურად დაუპირისპირდე, არ შეიძლება პოლიციელს თავში ჯოხი ჩაარტყა, ქვა ესროლო, თავი გაუტეხო და მერე თქვა, წყლის ჭავლი რატომ მომასხესო. ვთქვათ, 10 ადამიანის გვერდით, ვინც ქვას ისროდა, ერთი პატიოსანი აღმოჩნდა და მასაც მიესხა წყალი, მაგრამ 10 ადამიანი რომ გესვრის, რა უნდა გააკეთო, ერთი ადამიანი პატიოსნად დგას და იმის გამო ბიჭებს თავი გაუტეხონ და ცოცხლად დაწვან? როგორ უნდა ვიმოქმედოთ ჩვენ? აუცილებლობიდან გამომდინარე ვიმოქმედეთ“, - განაცხადა გომელაურმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა