კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

გიორგი ვაშაძე - რუსული თვითმფრინავი ევროკავშირში ვერასდროს წაგვიყვანს

ნახვები: 542 გიორგი ვაშაძე - რუსული თვითმფრინავი ევროკავშირში ვერასდროს წაგვიყვანს

რუსული თვითმფრინავი ევროკავშირში ვერასდროს წაგვიყვანს - ყველას, ვინც საქართველოში ჩამოფრინდება, დავუდოთ ფურცელი და ვუთხრათ, აღიარეთ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა, ვინც არ აღიარებს, არ შემოვუშვათ საქართველოში. გეყოფათ ამის გამბედაობა, შეძლებთ, რომ ეს გააკეთოთ? - ასე მიმართა „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ პარლამენტში, სიტყვით გამოსვლისას საპარლამენტო უმრავლესობას.

 

უმრავლესობის დეპუტატები გიორგი ვაშაძეს რეპლიკებით მიმართავდნენ, რომ ის "სამარცხვინო ადამიანია". თავის მხრივ, გიორგი ვაშაძემ უმრავლესობის წევრებს გაჩუმებისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ „სიმართლე მწარეა“.

 

„დღეს შინაგან საქმეთა მინისტრმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ რეჟიმის ინტერესებს ემსახურება. არ ემსახურება ხალხის ინტერესებს. ის არ ემსახურება თავისუფლებისთვის მებრძოლი ახალგაზრდა ადამიანების ინტერესებს. ის არ ემსახურება ევროპული პერსპექტივისთვის მებრძოლი ადამიანების ინტერესებს. ის ემსახურება რეჟიმის ინტერესებს. დააწყნარეთ ის ადამიანები, ვისაც მოსმენა არ შეუძლიათ. ნუ ყიყინებთ, მოისმინეთ, რასაც გეუბნებით. მწარეა სიმართლე.

დიახ, რეჟიმის ინტერესების მსახურებაა, როდესაც ლაზარე გრიგორიადისი საპატიმრო დაწესებულებაშია და ზოგი ვალერი კვარაცხელიას ზარზეიმით ხვდება საქართველოში. ყველას გასცემს ხალხი თავის პასუხს, როგორც 7-8 მარტს ხალხის ერთიანობით გახვედით კუდამოძუებულები ამ დარბაზიდან და გაიტანეთ რუსული კანონი, ზუსტად ასე მოგიწევთ რუსული ფრენების შეწყვეტა. ვიცი, რომ ნერვიულობთ, განიცდით. მომავალ პარლამენტში, მგონი ინტელექტის ტესტი უნდა დავამკვიდროთ. ვინც ინტელექტს რაღაც ზღვარს ქვემოთ არის პარლამენტში არ უნდა შემოვუშვათ. ბევრი თქვენგანი ვერ მოხვდებოდა პარლამენტში... თქვენ ხართ რეჟიმი, რომელიც მიესალმება რუსეთთან ფრენებს. როგორც 7-8 მარტი იყო წყალგამყოფი, ისე დღევანდელი დღეა წყალგამყოფი. აქ ფრენაზე არ არის საუბარი მხოლოდ. საუბარია, რას ვირჩევთ, ვინ არის ჩვენი პარტნიორი. როცა ჩვენი პარტნიორი წყვეტს ურთიერთობას რუსეთთან და გვეუბნება, რომ თქვენი ადგილია ევროკავშირში, მზად ვართ გვერდით დაგიდგეთ, თქვენ ამ დროს რუსეთთან პირდაპირ ურთიერთობას ამყარებთ. რუსული თვითმფრინავი ევროკავშირში ვერ დაჯდება, რუსული თვითმფრინავი ევროკავშირში ვერასდროს წაგვიყვანს.

ევროკავშირში დიდი ერთიანობა შეგვიყვანს, რომელიც ქართველ ხალხში იქნება. არაერთ პროტესტს მიიღებთ, ვიბრძოლებთ მანამ, ვიდრე საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლი არ იქნება შესრულებული მთელი პარლამენტის მიერ... ყველას, ვინც საქართველოში ჩამოფრინდება, დავუდოთ ფურცელი და ვუთხრათ, აღიარეთ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა, ვინც არ აღიარებს, არ შემოვუშვათ საქართველოში. გეყოფათ ამის გამბედაობა, შეძლებთ, რომ ეს გააკეთოთ?“ - აღნიშნა ვაშაძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა