კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

სალომე ზურაბიშვილი „აირზენას“ ბოიკოტს უცხადებს

ნახვები: 562 სალომე ზურაბიშვილი „აირზენას“ ბოიკოტს უცხადებს

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი „აირზენას“ ბოიკოტს უცხადებს. აღნიშნულის შესახებ ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, თავს შეიკავებს ბორტით სარგებლობაზე, ვიდრე ის „აირზენას“ ეკუთვნის.

„ჩემთვის ვაწესებ ბოიკოტს „აირზენაზე“, ეს ბევრს არ ნიშნავს, მაგრამ მოგიწოდებთ, რომ თქვენც გაიზიაროთ. ეს არის კომპანია, რომელიც სულ სარგებლობს სახელმწიფოთი, რათა გამდიდრდეს. ეს იყო ყველა ხელისუფლების დროს, გაგრძელდა „კოვიდის“ დროს და ახლა უნდა ისარგებლოს ამ ახალი რეალობით, რომელიც არის მიუღებელი ჩვენი მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილისთვის. კიდევ ერთი რამ, მე თავს შევიკავებ ბორტის გამოყენებისგან, სანამ ის იქნება „აირზენას“ ხელში, რომ კიდევ ამით არ გავამდიდროთ ის კომპანია, რომელიც ფულისთვის ყველაფერზე მზად არის და ნახეთ მისი ხელმძღვანელის გახარებული განცხადებები“, – აღნიშნა ზურაბიშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა