თენგიზ აბლოთია: ღარიბაშვილის ბრალდებების მიუხედავად, ივანიშვილი კობახიძეს არ მოიშორებს — მისთვის ასეთი მეორე შემსრულებელი არ არსებობს
Air defenses down 135 drones used by Russia to attack Ukraine overnight
War update: 215 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottes
Injury toll in Russian strike on Odesa rises to 17
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,320 over past day
Erdogan after meeting Putin: Türkiye ready to do everything possible for peace
Trump names condition for meeting Putin “immediately”
Russian sabotage groups show no significant activity along border — spox Demchenko

ირაკლი ღარიბაშვილი - სამწუხაროდ, ვერ ვხედავთ ნიშანს, რომ უკრაინაში ომი მალე დასრულდება

ნახვები: 602 ირაკლი ღარიბაშვილი - სამწუხაროდ, ვერ ვხედავთ ნიშანს, რომ უკრაინაში ომი მალე დასრულდება

სამწუხაროდ, ჩვენ ვერ ვხედავთ იმის ნიშანს, რომ ეს ომი მალე დასრულდება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა კატარის ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაზე განაცხადა.

„ნამდვილად ძალიან რთული დროა. ევროპას მსგავსი მასშტაბის გამოწვევა არც უნახავს მეორე მსოფლიო ომის შემდეგ და ამიტომ ეს ომი ყველას გვეხება. მაგრამ აქვე მინდა, შეგახსენოთ, რომ საქართველოს 2008 წელს ჰქონდა ომი. ჩვენ ზუსტად ვიცით, რას ნიშნავს ომი. კითხვაზე რომ გიპასუხოთ, გეგტყვით შემდეგს. შეგახსენებთ ყველას, რომ ამ ომის დაწყების დღიდან დღეს უკვე ვიცით, უკრაინის ტერიტორიის 20 პროცენტი არის ოკუპირებული რუსეთის მიერ. ეს არის დღევანდელი სტატუს კვო. რა მოხდება ხვალ, არ ვიცი, ვერ ვიტყვი. მგონი, არც არავინ იცის“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

კითხვაზე უკვირს თუ არა, რომ უკრაინამ ამდენ ხანს გაძლო, ირაკლი ღარიბაშვილმა უპასუხა, რომ ეს ყველას უკვირს და სამწუხაროდ, არ ჩანს ნიშანი, რომ ომი მალე დასრულდება.

„მგონი, ყველას უკვირს. სამწუხაროდ, ჩვენ ვერ ვხედავთ იმის ნიშანს, რომ ეს ომი მალე დასრულდება. ეს არის პრობლემა. მაგრამ აქვე მინდა, ვთქვა, რომ ვერ ვხედავთ საკმარის ძალისხმევას საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან, სწორი ზომები განახორციელონ, რომ სამშვიდობო საუბარი წარიმართოს“, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

კითხვაზე, ვინ უნდა გადადგას ნაბიჯი, რომ მშვიდობის მიმართულებით წავიდეს, ირაკლი ღარიბაშვილმა უპასუხა: „ორივე მხარემ, ყველამ“.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა