კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

რუსული მედია - მოსკოვში ორ კორპუსს დრონები დაეჯახა

ნახვები: 540 რუსული მედია - მოსკოვში ორ კორპუსს დრონები დაეჯახა

რუსეთის დედაქალაქ მოსკოვში უპილოტო საფრენი აპარატები ორ საცხოვრებელ კორპუსს დაეჯახა, - ინფორმაციას რუსული მედია საგანგებო სიტუაციების სამსახურის წარმომადგენელზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ერთი დრონი შენობას პროფსოიუზნაიას ქუჩაზე, მეორე კი -ატლასოვას ქუჩაზე დაეჯახა. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.

"დრონი, პროფსოიუზნაიას ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის ზედა სართულებს დაეჯახა. განადგურდა სახლის ფასადი და მინა. მსხვერპლი არ ყოფილა. დრონი ასევე დაეჯახა 24 სართულიან საცხოვრებელ კორპუსს ატლასოვას ქუჩაზე. განადგურდა ზედა სართულების ფასადი და მინა. მსხვერპლი არ ყოფილა", - აღნიშნა წყარომ მედიასთან საუბარში.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა