კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

შს მინისტრმა პოლიციელის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სამართალდამცველებს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა

ნახვები: 559 შს მინისტრმა პოლიციელის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სამართალდამცველებს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა

ვახტანგ გომელაურმა პოლიციელის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას სამართალდამცველებს კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა ქვეყნის წინაშე გაწეული სამსახურისთვის.

„დღეს ერთგვარი მადლიერების დღეა. მინდა, კიდევ ერთხელ, ხმამაღლა, საჯაროდ და დამსახურებულად გითხრათ მადლობა უძილო ღამეებისთვის, სამშობლოსთვის თავდადებული სამსახურისთვის, დანაშაულთან დაუღალავი ბრძოლისთვის, საკუთარი ჯანმრთელობისა და სიცოცხლის ფასად გადარჩენილი სხვა ადამიანების სიცოცხლისთვის. ასევე მსურს, მადლობა გადავუხადო თქვენს ოჯახებს – გულშემატკივრობის, თანადგომისა და მხარდაჭერისთვის“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

ვახტანგ გომელაურმა სიტყვით გამოსვლისას სამსახურებრივი მოვალეობების შესრულების დროს გარდაცვლილი პოლიციელების ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგო და აღნიშნა, რომ სწორედ ასეთი პოლიციების გმირობაზე დგას სახელმწიფო.

„სამწუხაროდ, არაერთი ღირსეული პოლიციელი დაიღუპა საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში და სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებისას. სწორედ ასეთი პოლიციელების დაუვიწყარ ღვაწლსა და გმირულ მაგალითებზე დგას ქართული სახელმწიფო, მათ გზას განაგრძობს ქართული პოლიცია. გთხოვთ, წუთიერი დუმილით პატივი მივაგოთ ყველა პოლიციელის ხსოვნას“, – აღნიშნა შინაგან საქმეთა მინისტრმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა