კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

რომან გოცირიძე - სალომე ზურაბიშვილს სწორი გზავნილები აქვს, თუმცა რჩება უკმაყოფილების გრძნობა

ნახვები: 574 რომან გოცირიძე - სალომე ზურაბიშვილს სწორი გზავნილები აქვს, თუმცა რჩება უკმაყოფილების გრძნობა

ზურაბიშვილის სწორი გზავნილები აქვს თუმცა, რჩება უკმაყოფილების გრძნობა - შეეძლო დღეს მიეღო გადაწყვეტილება, რომელიც შეიყვანდა საქართველოს ისტორიაში პოზიტიურად, შეეძლო ეთქვა, რომ იწყალებს გვარამიას, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან ოპოზიციონერმა დეპუტატმა, რომან გოცირიძემ განაცხადა, რითაც ევროპარლამენტში პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის გამოსვლას გამოეხმაურა.

მისი შეფასებით, ზურაბიშვილი "უკრაინაში რუსეთის აგრესიის შემდეგ ადგას სწორ გზას" და სწორი გზავნილები აქვს.

"ყველა განცხადება უკრაინის სოლიდარობასთან დაკავშირებით, რუსეთის რეჟიმის შეფასების კუთხით, ხელისუფლების კურსის ცვლილებაზე და სხვათა შორის, ივანიშვილის ოლიგარქად მოხსენების ჩათვლით, სწორი გზავნილები აქვს და ეს გზავნილები გადატანილი იყო ამ მაღალ ტრიბუნაზე, თუმცა, რჩება უკმაყოფილების გრძნობა, რადგან შეეძლო დღეს მიეღო გადაწყვეტილება, რომელიც შეიყვანდა საქართველოს ისტორიაში პოზიტიურად, შეეძლო დღესვე ეთქვა, რომ მიიღო გადაწყვეტილება, შეიწყალოს ნიკა გვარამია. თუ მას შეიწყალებს მაშინ, როცა სტატუსის მიღების საკითხი მოახლოვდება და თუ მას უნდა, თავის აგური დადოს ამ ქმედებით, ეს იქნება ცუდი, რადგან უდანაშაულო ადამიანის ციხეში გამომწყვდევა არის არაჰუმანური და მას ამას არავინ დაუფასებს, რადგან იქნება დაგვიანებული. მთლიანობაში დადებითად ვაფასებ მის გამოსვლას, მაგრამ იყო მეტი მოლოდინი", - განაცხადა გოცირიძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა