კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

NDI საჭიროების შემთხვევაში ხმების ხელახალი დათვლის და განმეორებითი არჩევნების რეკომენდაციას იძლევა

ნახვები: 882 NDI საჭიროების შემთხვევაში ხმების ხელახალი დათვლის და განმეორებითი არჩევნების რეკომენდაციას იძლევა

მთავრობამ დამატებითი ძალისხმევა უნდა გაწიოს იმისთვის, რომ სწრაფად და სწორად განიხილოს საჩივრები, ჩაატაროს ხელახალი დათვლა და გამართოს განმეორებითი არჩევნები, სადაც ეს საჭიროა,- ამის შესახებ „ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტის" საქართველოს ოფისის დირექტორმა ალან გილამმა „ამერიკის ხმის" ქართულ რედაქციასთან ინტერვიუში განაცხადა.

მისივე თქმით, საჭიროა გამოძებული იყოს ძალადობისა და დაშინების შესახებ გავრცელებული ცნობები და კანონის სრული ძალით გასამართლდნენ მისი დამრღვევები.
ალან გილამის განცხადებით, ხელისუფლებამ უნდა მიიღოს ყველა ზომა მომავალში მსგავსი შემთხვევების თავიდან ასაცილებლად.
„ამ ეტაპზე, ვფიქრობ, 21 ნოემბერს მეორე რაუნდის მოახლოებასთან ერთად, ხელისუფლებამ ბევრი უნდა გააკეთოს იმის უზრუნველსაყოფად, რომ ამ არჩევნების მიმართ, საზოგადოებას ნდობა ჰქონდეს.
NDI-ის გადმოსახედიდან, რაც ჩვენს ანგარიშში ერთ-ერთ მნიშვნელოვან რეკომენდაციად შევიყვანეთ ისაა, რომ ყველა მონაწილე მხარემ უნდა გაწიოს ძალისხმევა სიტუაციის დეესკალაციისკენ, შექმნას მშვიდობიანი გარემო და ფოკუსირება მოახდინოს 21 ნოემბერს დანიშნულ მეორე ტურზე. პარტიებმა და კანდიდატებმა ყველაფერი უნდა გააკეთონ, რომ დაასაბუთონ საჩივრები, საარჩევნო დარღვევები თუ სახელწიფო რესურსის ბოროტად გამოყენება, ამომრჩეველზე ზეწოლა და ძალადობა, და ამის გამოსასწორებლად ლეგალური პროცედურები გამოიყენონ", - აცხადებს ალან გილამი.
მისივე თქმით, სანამ ცნობილი არ იქნება საჩივრების განხილვის პროცესის შედეგი, ნაადრევია იმის თქმა, უნდა გაუქმდეს თუ არა ამ არჩევნების ნებისმიერი ნაწილი.
„შემდეგი გამოცდა მეორე ტურია, რომელიც უნდა გაიმართოს მშვიდობიან, გამჭვირვალე, სამართლიან გარემოში და შიშისა და დაშინების გარეშე. მთავრობამ და საარჩევნო უწყებების ოფიციალურმა პირებმა დაუყოვნებელი და მდგრადი ნაბიჯები უნდა გადადგან იმის საჩვენებლად, რომ ამომრჩევლის ნებას პატივს სცემენ", - აცხადებს ალან გილამი, "ამერიკის ხმასთან" ინტერვიუში.

 

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა