კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ხატია დეკანოიძე - ზელენსკის არ უხსენებია საქართველო ბელარუსის კონტექსტში, მან ხაზი გაუსვა უსაფრთხოებას, რომ საქართველოც იტანჯება ოკუპაციის ქვეშ

ნახვები: 587 ხატია დეკანოიძე - ზელენსკის არ უხსენებია საქართველო ბელარუსის კონტექსტში, მან ხაზი გაუსვა უსაფრთხოებას, რომ საქართველოც იტანჯება ოკუპაციის ქვეშ

ოპოზიცინერი დეპუტატი ხატია დეკანოიძე ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებას სოციალური ქსელის მეშვეობით გამოეხმაურა და დაწერა, რომ ზელენსკის არ უხსენებია საქართველო ბელარუსის კონტექსტში.

„ზელენსკიმ თქვა, რომ იქნება მშვიდობა ნატოსთან ერთად ან ომი/ოკუპაცია რუსეთთან ერთად. მას არ უხსენებია საქართველო ბელორუსიის კონტექსტში. მან უსფართხოებას გაუსვა ხაზი, რომ საქართველოც იტანჯება ოკუპაციის ქვეშ. გამოსავალი არის ნატოში გაწევრიანება. თქვა, რომ ნატო არის მშვიდობა! პროპაგანდა ისედაც აკეთებს ინტერპრეტაციებს“, – წერს ხატია დეკანოიძე.

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოლდოვაში, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მეორე სამიტის გახსნაზე განაცხადა: „ყველა ევროპული ქვეყანა, რომელიც ესაზღვრება რუსეთს და რომელსაც არ სურს, რუსეთმა ის გახლიჩოს, უნდა იყოს ევროკავშირის და ნატო-ს სრულფასოვანი წევრი. არსებობს ორი ალტერნატივა, ღია ომი ან მცოცავი რუსული ოკუპაცია. ვხედავთ, რა ხდება ბელარუსში, საქართველოში, როგორ მიათრევენ სხვადასხვა გზით განუკითხაობის მდგომარეობაში, მაგრამ რას ხედავენ ისინი? რომ უკრაინას არ გაუგია კონკრეტული პოზიტიური პასუხი გაწევრიანებაზე“.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა