კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ვოლოდიმირ ზელენსკი - მხარს ვუჭერთ მოლდოვის მისწრაფებას, გახდეს ევროკავშირის წევრი

ნახვები: 546 ვოლოდიმირ ზელენსკი - მხარს ვუჭერთ მოლდოვის მისწრაფებას, გახდეს ევროკავშირის წევრი

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მხარს უჭერს მოლდოვის მისწრაფებას, გახდეს ევროკავშირის წევრი, – ამის შესახებ ზელენსკიმ ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ზელენსკიმ აღნიშნა, რომ უკრაინა მხარს დაუჭერს და დაეხმარება მოლდოვას „ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე“.

„მჯერა, რომ მოლდოვა უკრაინის გვერდით ივლის. უკრაინა კი ყველაფერს გააკეთებს მოლდოვის დასახმარებლად. ეს სიმართლეა. ბევრი რამ, რაც გავიარეთ ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე – დარწმუნებული ვარ, რომ აუცილებლად გავუზიარებთ ჩვენს მიღწევებს პარტნიორებს“,- განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, მოლდოვაში აზრთა სხვადასხვაობაა ევროპულ მომავალთან დაკავშირებით, თუმცა მისი თქმით, მოლდოვის პრეზიდენტმა ,მაია სანდუმ სწორი ნაბიჯები აირჩია.

„როდესაც რუსეთი ისვრის რაკეტებს, ეს რაკეტები შეიძლება, მოხვდეს ჩვენს მეზობელ ქვეყნებსაც, მოლდოვას, ბელარუსს, პოლონეთს და მოდით, ვიყოთ გულწრფელები – ეს ხდება და სამწუხაროდ, დიდი რაოდენობით. ასეთი შემთხვევები კიდევ იქნება და ღმერთმა ნუ ქნას, რომ ამას მსხვერპლი მოჰყვეს“,- აღნიშნა ზელენსკიმ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა