თენგიზ აბლოთია: ღარიბაშვილის ბრალდებების მიუხედავად, ივანიშვილი კობახიძეს არ მოიშორებს — მისთვის ასეთი მეორე შემსრულებელი არ არსებობს
Air defenses down 135 drones used by Russia to attack Ukraine overnight
War update: 215 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottes
Injury toll in Russian strike on Odesa rises to 17
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,320 over past day
Erdogan after meeting Putin: Türkiye ready to do everything possible for peace
Trump names condition for meeting Putin “immediately”
Russian sabotage groups show no significant activity along border — spox Demchenko

მამუკა მდინარაძე - სასაცილო ამბავია, ივანიშვილის დამარცხებაზე ხაბეიშვილი რომ ლაპარაკობს

ნახვები: 558 მამუკა მდინარაძე - სასაცილო ამბავია, ივანიშვილის დამარცხებაზე ხაბეიშვილი რომ ლაპარაკობს

ის ამბავია სასაცილო, ივანიშვილის დამარცხებაზე ხაბეიშვილი რომ ლაპარაკობს, - ამის შესახებ ფრაქცია “ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ექსპრემიერ ბიძინა ივანიშვილის წერილს გაცილებით დიდი ძალა ჰქონდა, ვიდრე მას შემდეგ გამოქვეყნებულ „ფეიკ“ რეზოლუციებსა და განცხადებას.

„ჯერ ის ამბავია სასაცილო, ივანიშვილის დამარცხებაზე ხაბეიშვილი რომ ლაპარაკობს. მაგალითად, წელიწადზე მეტია მგონი, რაც ბიძინა ივანიშვილის წერილი გამოქვეყნდა და იმ წერილს გაცილებით დიდი ძალა ჰქონდა, ვიდრე მას შემდეგ გამოქვეყნებულ „ფეიკ“ რეზოლუციებს, განცხადებებს, ათობით, ასობით და ათასობით განცხადებას. ბიძინა ივანიშვილის ერთ წერილს გაცილებით მეტი ძალა ჰქონდა და გაცილებით მეტია ბიძინა ივანიშვილის ფაქტორი, ქართულ პოლიტიკაში პოლიტიკიდან წასული ადამიანის, რომ მშვიდობისა და სტაბილურობის ერთ-ერთი მთავარი გარანტიაა. ხაბეიშვილი ლაპარაკობს ბიძინა ივანიშვილის დამარცხებაზე, ამასთან დაკავშირებით სერიოზული კომენტარის გაკეთება, რთული იქნება. უკვე, როცა რეიტინგი ნულზე დავიდა, ახლა სხვა ოპონენტებს დახმარების ხელი გაუწოდა, ესეც ძალიან სასაცილოა“, - განაცხადა მდინარაძემ.

მისი შეფასებით, „ნაციონალურ მოძრაობას“ პოლიტიკური მოღვაწეობის პერიოდში მრავალი ცოდვა აქვს ჩადენილი“.

„ნაცმოძრაობის“ კლასტერის შიგნით ცდილობენ სახელებს და გვარებს დაუკავშირონ ის წარსული ცოდვები, რაც მათ მრავლად აქვთ თავისი პოლიტიკური ე.წ. მოღვაწეობის პერიოდში. 2012 წლამდე თანაბარი პასუხისმგებლობა უნდა დავაკისროთ ყველას. დღეს, ვინც „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკას იზიარებს, 2012 წლამდე იმ ცოდვებსაც იზიარებს და თანაავტორი ხდება იმ ყველაფრის, რაც თავის დროზე ჩაიდინეს“, - განაცხადა მდინარაძემ.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა