კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ლევან ბეჟაშვილი - მნიშვნელოვანია ოპოზიციამ მოახერხოს კონსოლიდირება

ნახვები: 519 ლევან ბეჟაშვილი - მნიშვნელოვანია ოპოზიციამ მოახერხოს კონსოლიდირება

მნიშვნელოვანია ოპოზიციამ მოახერხოს გაერთიანება, კონსოლიდირება - საუბარი არ არის ინსტიტუციონალურ გაერთიანებაზე, არამედ საერთო სტრატეგიის შემუშავებაზე, რომ ხალხთან ერთად უზრუნველვყოთ "ქართული ოცნების" ჩამოშორება ხელისუფლებიდან, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატმა ლევან ბეჟაშვილმა "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის ლევან ხაბეიშვილის განცხადების კომენტირებისას აღნიშნა, რომლის თანახმად, "ნაციონალურ მოძრაობას" აქვს ივანიშვილის დამარცხების გასაღები, ოპოზიცია კი უნდა გაერთიანდეს და პარტიებმა სწორედ "ნაციონალურ მოძრაობასთან" უნდა ისაუბრონ.

ბეჟაშვილი ხაზს უსვამს, რომ პარტიის შიდა არჩევნებით, რომელშიც მონაწილეობა 50 ათასმა ადამიანმა მიიღო, კიდევ ერთხელ დამტკიცდა ის რესურსი, რომელიც ამ პარტიას გააჩნია და „ნაციონალური მოძრაობა" მზად არის საკუთარი რესურსით და პლატფორმებით დაეხმაროს ოპოზიციის კონსოლიდაციას "ქართული ოცნების" წინააღმდეგ. ბეჟაშვილი ხაზს უსვამს იმასაც, რომ მნიშვნელოვანია მიხეილ სააკაშვილის ფაქტორიც და არ უნდა ისმენდნენ ოპოზიციური პარტიებისგან თუ ვისთან ერთად არ დადგებიან.

„ახლა ამოცანა არის ოპოზიციიდან ჩვენს პარტნიორებთან შევიმუშაოთ საერთო სტრატეგია იმისათვის, რომ ქვეყნის წინაშე არსებული საფრთხეებიდან გამომდინარე მაშინ, როცა „ქართული ოცნება" აწარმოებს ანტიდასავლურ პოლიტიკას, როცა პოლიტპატიმრები ჰყავს, ქვეყნის დასავლური კურსის ცვლილება ხდება ფაქტობრივად, მნიშვნელოვანია ოპოზიციამ მოახერხოს გაერთიანება, კონსოლიდირება, საუბარი არ არის აქ ინსტიტუციონალურ გაერთიანებაზე, საუბარია საერთო სტრატეგიის შემუშავებაზე, რომ ხალხთან ერთად უზრუნველვყოთ "ქართული ოცნების" ჩამოშორება ხელისუფლებიდან. ამისთვის მზად ვართ "ნაციონალური მოძრაობა," რომ მთელი ჩვენი რესურსი, პლატფორმები დავახმაროთ ოპოზიციას იმისთვის, რომ მოხდეს კონსოლიდაცია, გაერთიანება. ამ პროცესში მნიშვნელოვანია ბუნებრივია, მიხეილ სააკაშვილის ფაქტორის გათავისება და გათვალისწინება, რადგან პოლიტიკური პარტიებისგან არ უნდა ვისმენდეთ, რომ მიხეილ სააკაშვილის პარტიაა ან იმის პარტიაა, ამასთან არ დავდგებით, იმასთან არ დავდგებით, მნიშვნელოვანია ყველა პოლიტიკური განსხვავება გვერდზე გადავდოთ და მოვახდინოთ კონსოლიდირება მთავარ ეროვნულ საფრთხეზე“, - განაცხადა ბეჟაშვილმა.

რაც შეეხება ზოგიერთი პოლიტიკური პარტიის უარყოფით პოზიციას "ნაციონალურ მოძრაობასთან" სისტემურ თანამშრომლობაზე, ბეჟაშვილი აცხადებს, რომ "ნაციონალური მოძრაობა" მზად არის მათი ინტერესები გაითვალისწინოს, რომელიც რიგ შემთხვევაში შეიძლება იყოს პარლამენტში რამდენიმე წარმომადგენლით შესვლა.

ის ასევე გამოეხმაურა ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას, რომ ოპოზიცია ძლიერად დამარცხდება 2024 წელს და აღნიშნა, რომ ღარიბაშვილი და "ქართული ოცნება" წინააღმდეგობაში მოდის მოსახლეობის ინტერესთან, რისთვისაც არჩევნებზე ხალხი გასცემს პასუხს.

 

 
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა