კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

მიხეილ სააკაშვილს საზღვრის უკანონო კვეთაზე ბრალს დღეს წაუყენებენ

ნახვები: 500 მიხეილ სააკაშვილს საზღვრის უკანონო კვეთაზე ბრალს დღეს წაუყენებენ

საქართველოს მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს საზღვრის უკანონო კვეთისთვის ბრალს დღეს, 3 ოქტომბერს, წაუყენებენ. რამდენიმე დღის წინ, მიხეილ სააკაშვილმა სოციალური ქსელით დააანონსა, რომ საქართველოში 2 ოქტომბერს, საღამოს ჩამოვიდოდა, თუმცა 1-ელ ოქტომბერს, იგივე სოციალურ ქსელში დაწერა, რომ საქართველოში იყო და ვიდეოც გამოაქვეყნა, სადაც ამბობდა, რომ ბათუმში იმყოფებოდა.

„ქართული ოცნება" და სამართალდამცავი უწყებები მთელი დღის განმავლობაში აცხადებდნენ, რომ სააკაშვილი საქართველოში არ იმყოფებოდა და ის ტრუსკავეცკში, უკრაინაში იყო. 1-ელ ოქტომბერს, საღამოს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საგანგებო ბრიფინგზე საზოგადოებას მიხეილ სააკაშვილის დაკავების შესახებ აცნობა.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი და უკრაინის რეფორმების სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარე, მიხეილ სააკაშვილი მსჯავრდადებულია ყოფილი დეპუტატის, ვალერი გელაშვილის ცემის ფაქტზე და ასევე, სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდადებული პირების შეწყალების საქმეებზე.

სასამართლომ მას 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა და ასევე, სახელმწიფო სამსახურსა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოში თანამდებობის დაკავების უფლება ჩამოართვა 2 წლითა და 3 თვით.

სასამართლოში ამჟამად სააკაშვილის წინააღმდეგ ე.წ პიჯაკების საქმეზე საბიუჯეტო თანხის 9 მილიონი ლარის ჯგუფურად გაფლანგვის საქმე, „იმედში" შეჭრის, 7 ნოემბრის აქციის დარბევის და პატარკაციშვილის ქონების ჩამორთმევის, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების საქმეები მიმდინარეობს

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა