კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

მამუკა მდინარაძე - სამართლიანი, ობიექტური გადაწყვეტილების შემთხვევაში, საქართველო გარანტირებულად მიიღებს სტატუსს

ნახვები: 526 მამუკა მდინარაძე - სამართლიანი, ობიექტური გადაწყვეტილების შემთხვევაში, საქართველო გარანტირებულად მიიღებს სტატუსს

თუ იქნება სამართლიანი, ობიექტური გადაწყვეტილება, საქართველო გარანტირებულად მიიღებს სტატუსს. არ არსებობს არგუმენტი, რის გამოც რეალურად საქართველომ სტატუსი შეიძლება, ვერ მიიღოს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მისი თქმით, თუ ვიღაცები, მაგალითად, „გლობალური ომის პარტიის“ წარმომადგენლები დარწმუნდებიან, რომ სტატუსის ვერმიღებით საქართველოში სიტუაციას, ანუ ხელისუფლებას ვერ შეცვლიან, უფრო მეტი შანსია, ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი მიიღოს.

„სამართლიანი, ობიექტური გადაწყვეტილება თუ იქნება, საქართველო გარანტირებულად მიიღებს სტატუსს. არ არსებობს არგუმენტი, რის გამოც რეალურად საქართველომ სტატუსი შეიძლება ვერ მიიღოს, თუმცა მაშინაც, როდესაც ეს ერთხელ არ მოხდა და საქართველომ თავისი მეგობარი ორი ქვეყნისგან განსხვავებით, მხოლოდ ევროპული პერსპექტივა მიიღო, მაშინაც შეგვეძლო გვეთქვა, რომ ობიექტურობის შემთხვევაში, სტატუსი უნდა მიიღოს, მაგრამ ვერ მივიღეთ. მსჯელობის საშუალება არის ცუდი – პესიმისტური სცენარისთვისაც და ოპტიმისტური სცენარისთვისაც, ნახევრად სავსე ჭიქაზე ან ნახევრად ცარიელზეც შეგვიძლია ვილაპარაკოთ. მეტსაც ვიტყვი და შეიძლება ცოტა გაუკვირდეთ ვიღაცებს, მაგრამ მგონი, უნდა გვეყოს სითამამე და ვთქვათ, თუ ვიღაცები, მაგალითად, გლობალური ომის პარტიის წარმომადგენლები დარწმუნდებიან, რომ სტატუსის ვერმიღებით საქართველოში სიტუაციას ვერ შეცვლიან, ანუ, ხელისუფლებას ვერ შეცვლიან, უფრო მეტი შანსია, მივიღოთ სტატუსი. ეს არა მხოლოდ ჩემი პირადი აზრია, ბევრი ობიექტურად მოფიქრალი ადამიანი ასე ფიქრობს, რადგან ამ შემთხვევაში, ბევრის გადასახედიდან, ვინც ამ ქვეყანას მტრობს, სტატუსი არის ბერკეტი, რომ ხელისუფლება შეცვალოს – თუ არ მივცემთ სტატუსს, იქნებ, შევცვალოთ ემოციურ ფონზე ხელისუფლება, მაგრამ თუ ამას ზარი არ აქვს, მაშინ ობიექტურად ეკუთვნის, ნუღარ ვალაპარაკებთ და გავანაწყენებთ“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ „იმედი ლაივის“ ეთერში.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა