სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg
Ukraine`s capitulation would amount to the capitulation of us all, Merz says
Tusk calls Lviv Regional Council`s UPA resolution “suicidal tactics”
Ukraine could receive €17 B in budget support this year, subject to reforms, Costa says
Khmara, Drapatyi discuss stable arms supplies with Lockheed Martin delegation
Rubio calls Zelensky-Witkoff meeting in Norway positive

„ბოდიში, მაგრამ მზად ვარ, მივიღო მონაწილეობა მეორე ტურში“ - კახა კალაძე

ნახვები: 404 „ბოდიში, მაგრამ მზად ვარ, მივიღო მონაწილეობა მეორე ტურში“ - კახა კალაძე

„შეიძლება, მეც რაღაც დავაკელი ამ პროცესს, შეიძლება, მუშაობის პროცესში ყველა აქტუალურ საკითხზე ვერ გავამახვილე შესაბამისი ყურადღება, ამისთვის ბოდიში, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მზად ვარ, მივიღო მონაწილეობა მეორე ტურში",- განაცხადა დღეს, 3 ოქტომბერს, „ოცნების" დედაქალაქის მერობის კანდიდატმა, კახა პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე.

მისივე თქმით, დარწმუნებულია რომ თბილისელების მხარდაჭერით და თანადგომით, მეორე ტურში შეძლებს გამარჯვებას.

„პირველ რიგში, მინდა, მადლობა გადავუხადო ყველა იმ თბილისელს, ვინც მოვიდა არჩევნებზე და დააფიქსირა თავისი მოქალაქეობრივი ვალი. განსაკუთრებული მადლობა მინდა, გადავუხადო ჩემს მხარდამჭერებს, თანაგუნდელებს, ყველას, ვინც პირველივე დღიდან მუსაობდა და ჩართული იყო საარჩევნო პროცესში. ძალიან ვაფასებ იმ ნდობას, რომელსაც გამოხატავთ ჩემ მიმართ. ჩვენ მთელი საქართველოს მასშტაბით მოვიპოვეთ დამაჯერებელი გამარჯვება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. დაიდო 48%-იანი შედეგი. ასევე, ხაზი მინდა გავუსვა, რომ თბილისის საკრებულოში 29 დეპუტატის მანდატი მოვიპოვეთ, თუმცა ამომრჩეველთა გადაწყვეტილებით, თბილისის მერის ასარჩევად მეორე ტური დაინიშნება, რადგან პირველი ადგილის დაკავების მიუხედავად, 50 პროცენტიანი ბარიერის გადალახვა ვერ მოხერხდა. არ დავიწყებ იმ მიზეზების ჩამოთვლას, რამ გამოიწვია ეს შედეგი, პოლიტიკური პროცესის დაძაბვამ, სხვადასხვა კანდიდატების მხრიდან ხმების გაყოფამ, თუ სხვამ, მაგრამ ვიტყვი ერთს, მე პატივს ვცემ ამომრჩეველთა ნებას და ნებისმიერ გადაწყვეტილებას, რომელსაც თბილისელები საარჩევნო ყუთთან მიიღებენ. შეიძლება, მეც რაღაც დავაკელი ამ პროცესს, შეიძლება, მუშაობის პროცესში ყველა აქტუალურ საკითხზე ვერ გავამახვილე შესაბამისი ყურადღება, ამისთვის ბოდიში, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მზად ვარ, მივიღო მონაწილეობა მეორე ტურში და დარწმუნებული ვარ, თბილისელების მხარდაჭერით და თანადგომით შევძლებთ გამარჯვებას", - განაცხადა კალაძემ.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა