კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ბრუნო მარსის კონცერტი არის ყველაზე მასშტაბური, რომელიც Starring Georgia-ს ფარგლებში ამ დრომდე დაანონსდა

ნახვები: 718 ბრუნო მარსის კონცერტი არის ყველაზე მასშტაბური, რომელიც Starring Georgia-ს ფარგლებში ამ დრომდე დაანონსდა

საქართველოში, Starring Georgia-ს ფარგლებში, ბრუნო მარსი იმღერებს. როგორც ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე აცხადებს, ბილეთების გაყიდვა 20 ივნისიდან დაიწყება. მისივე განმარტებით, Starring Georgia-ს ფარგლებში იქნება ყველაზე მასშტაბური კონცერტი, რომელიც აქამდე დაანონსდა.

„პირველ ოქტომბერს საქართველოს ამერიკელი მეგავარსკვლავი ბრუნო მარსი ეწვევა და ის კონცერტს გამართავს ბორის პაიჭაძის სახელობის სტადიონზე, სადაც 70 ათასამდე ადამიანი შეძლებს დასწრებას. უნდა აღინიშნოს, რომ ეს იქნება ძალიან კარგი შესაძლებლობა როგორც ქართველი, ისე საერთაშორისო მოგზაურებისთვის, რომ მეგავარსკვლავს მოუსმინონ. ასევე აღსანიშნავია, რომ Starring Georgia-ს ფარგლებში ეს არის ყველაზე მასშტაბური კონცერტი, რომელიც აქამდე დაანონსდა. თუმცა ისიც აღსანიშნია, რომ ელვისებური სისწრაფით იყიდება ბილეთები. 20 ივნისიდან შეძლებს მსმენელი, რომ ბილეთები შესაბამის ელექტრონულ პლატფორმებზე შეიძინოს. ასევე აღსანიშნავია, რომ Starring Georgia არის საქართველოს მთავრობის მიერ დაანონსებული ივენთ კალენდარი, მასშტაბური ღონისძიებების კალენდარი, რომელიც შესაძლებლობას აძლევს საქართველოს, საერთაშორისო, მსოფლიო ღონისძიებათა კალენდარში ღირსეული ადგილი დაიკავოს“, – აცხადებს მაია ომიაძე.

Starring Georgia საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ინიცირებული კამპანიაა, რომელიც Black Sea Arena-ს გუნდთან ერთად ხორციელდება. ორწლიანი კამპანიის ფარგლებში, საქართველო მთელი „თანავარსკვლავედის“ მასპინძელი გახდება. ჩვენს ქვეყანას თანამედროვეობის ყველაზე აქტუალური არტისტები ეწვევიან, რომელთა მოსმენის საშუალება ქართველ მელომანებს აქამდე საკუთარ ქვეყანაში არ ჰქონიათ. მათ შორისაა: Imagine Dragons, Nile Rodgers & Chic, FKJ, Damian Lazarus და All Day I Dream. ახალი კამპანიის ფარგლებში, Black Sea Arena-ს სცენის გარდა, კონცერტები შეკვეთილში, თბილისსა და სხვა ლოკაციებზე ჩატარდება.

ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა