კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

„საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებები პარლამენტის ბიუროს დღეს წარედგინება

ნახვები: 527 „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებები პარლამენტის ბიუროს დღეს წარედგინება

მთავრობის ინიციატივით „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებები პარლამენტშია და განხილვის დასაწყებად ბიუროს დღეს, 12 ივნისის სხდომაზე წარედგინება.

კანონპროექტი იუსტიციის სამინისტრომ მოამზადა, რომლის თანახმად, მოქალაქეობის არმქონე პირი, სხვა უცხოელებისგან განსხვავებით, საქართველოს მოქალაქეობას ჩვეულებრივი წესით მოიპოვებს - საქართველოში 5 წლის განმავლობაში კანონიერად ცხოვრების შემდეგ. მოქალაქეობის ჩვეულებრივი წესით მოსაპოვებლად მან ამავე კანონით განსაზღვრული სხვა მოთხოვნები უნდა დააკმაყოფილოს სახელმწიფო ენის, ისტორიისა და სამართლის ძირითადი საფუძვლების ცოდნასთან, აგრეთვე საქართველოში მუშაობასთან, უძრავი ქონების, საწარმოში წილის ან აქციების ფლობასთან ან საქართველოს ტერიტორიაზე სამეწარმეო საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებით.

ამავე პროექტის გათვალისწინებით, საქართველოს მოქალაქეობის მოპოვებით დაინტერესებულ პირთა მიერ საქართველოს სახელმწიფო ენის, საქართველოს ისტორიისა და სამართლის ძირითადი საფუძვლების ცოდნის დონე შემოწმდება საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების მოთხოვნით განცხადების სააგენტოში ან საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობაში ან საკონსულო დაწესებულებაში წარდგენამდე, ამავე სააგენტოს მიერ. შესაბამისი პროცედურა, ცოდნის დონის შემოწმების წესი და საფასურის ოდენობა იუსტიციის მინისტრის ბრძანებით განისაზღვრება.

ამასთან, საქართველოს სახელმწიფო ენის, საქართველოს ისტორიისა და სამართლის ძირითადი საფუძვლების ცოდნის დონის შემოწმების შედეგები, რომელიც დაინტერესებულ პირს შესაძლებლობას აძლევს, მიმართოს სააგენტოს ან საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობას ან საკონსულო დაწესებულებას საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების შესახებ განცხადებით, ძალაში ერთი წლის განმავლობაში იქნება.

კიდევ ერთი სიახლე, რაც “საქართველოს მოქალაქეობის“ შესახებ კანონში დაგეგმილი ცვლილებებით შემოდის არის ის, რომ საქართველოს მოქალაქეობის ნატურალიზაციით მოპოვების შესახებ განცხადებაზე უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, შესაბამისი ორგანოებისთვის განმეორებით მიმართვის ვადა 1 წლიდან 6 თვემდე მცირდება.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა