კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

საფრანგეთის პრეზიდენტი შენგენის ზონაში თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვას მოითხოვს

ნახვები: 346 საფრანგეთის პრეზიდენტი შენგენის ზონაში თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვას მოითხოვს

საფრანგეთის პრეზიდენტი შენგენის ზონაში თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვის იდეით გამოვიდა. ამის შესახებ განცხადება ემანუელ მაკრონმა საფრანგეთში განხორციელებული ტერაქტების საპასუხოდ გააკეთა. ემანუელ მაკრონის თქმით, მომხდარის გამო შენგენის ზონას შესაძლოა, რეფორმირება დასჭირდეს.

საფრანგეთში ბოლო ერთი თვის განმავლობაში ორი ტერაქტი მოხდა. ერთ-ერთ მათგანს ნიცაში ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ბოროტმოქმედი ტუნისელი მიგრანტი იყო. მანამდე კი პარიზში 18 წლის წარმოშობით ჩეჩენმა პედაგოგი მოკლა.

ტერაქტების გამო საფრანგეთში უსაფრთხოების ზომები გაამკაცრეს. გაძლიერდა საზღვრების კონტროლიც. საფრანგეთისა და ესპანეთის საზღვარზე ვიზიტის დროს, საფრანგეთის ლიდერმა განაცხადა, რომ მესაზღვრეების რაოდენობა გაორმაგდება.

მაკრონმა ასევე თქვა, რომ ევროკავშირის შემდეგ სამიტზე ის წარადგენს ინიციატივას, რომელიც ევროკავშირის შიგნით საზღვრებზე კონტროლის გამკაცრებას ითვალისწინებს.

„ეს ინიციატივა ითვალისწინებს ჩვენი საერთო საზღვრის კონტროლის გაძლიერებას და რეალურ უსაფრთხოებას ევროკავშირის გარე საზღვრებზე", - განაცხადა მაკრონმა.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა