Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg
Ukraine`s capitulation would amount to the capitulation of us all, Merz says
Tusk calls Lviv Regional Council`s UPA resolution “suicidal tactics”
Ukraine could receive €17 B in budget support this year, subject to reforms, Costa says
Khmara, Drapatyi discuss stable arms supplies with Lockheed Martin delegation

რომან გოცირიძე - ვეტოს დაძლევა ნიშნავს ეროვნულ ბანკში ისეთივე კლანის არსებობას, როგორიც სასამართლოშია

ნახვები: 556 რომან გოცირიძე - ვეტოს დაძლევა ნიშნავს ეროვნულ ბანკში ისეთივე კლანის არსებობას, როგორიც სასამართლოშია

ვეტოს დაძლევა ფაქტობრივად ნიშნავს ეროვნულ ბანკში ისეთივე კლანის არსებობას, როგორიც სასამართლოშია, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, რომან გოცირიძემ განაცხადა.

გოცირიძის თქმით, ქვეყანაში საფინანსო კლანი ყალიბდება.

„ეროვნული ბანკის საბჭოში წარმოდგენილი იქნებიან ყოფილი და მოქმედი მინისტრები, რომელთაც გავლილი ექნებათ „ქართული ოცნების“ ცუდი, მორჩილების სკოლა. არის სავალიტო ფონდის მკაცრი განცხადება. ისინი ამბობენ, რომ გაოგნებული არიან, მსგავსი რამ არ უნახავთ. ეს ნიშნავს, რომ საქართველოში სავალუტო ფონდის პროგრამა დაიხურება და ამით ქვეყნის საინვესტიციო გარემო უფრო გაუარესდება. საქართველოს ხელისუფლება დასავლელ პარტნიორებს გადაემტერა, ანტიდასავლურ განცხადებებს აკეთებს და ამ ფონზე საფინანსო ინსტიტუციების გადამტერება რას ნიშნავს? – ფაქტობრივად, შეგნებულად მიდიან დაპირისპირებაზე და ეჭვი ჩნდება, რომ ხელისუფლებას ევროკავშირში გაწევრიანება მართლაც არ უნდა“, – აღნიშნა რომან გოცირიძემ.

საპარლამენტო უმრავლესობამ „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ ორგანულ კანონში შესატან ცვლილებებზე ვეტოს დაძლევის გადაწყვეტილება მიიღო. ვეტოს დაძლევის პროცედურა საქართველოს პარლამენტში დღეს დაიწყო. საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა „ეროვნული ბანკის შესახებ“ კანონპროექტზე პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს მხარი არ დაუჭირა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა