კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ბათუმი კვლავ დაიტბორა

ნახვები: 440 ბათუმი კვლავ დაიტბორა

რამდენიმე დღიანი წვიმისა და უხვი ნალექის შედეგად, ბათუმი კვლავ დაიტბორა.

დატბორილია საცხოვრებელი სახლები, კომერციული ფართები და რამდენიმე ქუჩა.

ადგილობრივები ზარალზე საუბრობენ და შესაბამის სამსახურებს დახმარებას სთხოვენ. მათი თქმით, ბათუმის დატბორვის მიზეზი მოუწესრიგებელ სანიაღვრე არხებია. ამ დროისთვის, რამდენიმე ლოკაციაზე წყლის ამოტუმბვა და ზღვაში შემავალი არხების გაწმენდა მიმდინარეობს.

ძლიერმა წვიმამ, მაღალმთიან აჭარაში მეწყრული პროცესები გამოიწვია, მეწყერი ხულოს, ქედისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში განვითარდა.

ცნობისთვის, სტიქიის შედეგად არავინ დაშავებულა, მიმდინარეობს მძიმე ტექნიკით მიწის მასის გაწმენდითი სამუშაოები.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა