კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ვერაზე მოკლული ნიკა კვარაცხელიას ოჯახის საგანგებო განცხადება

ნახვები: 439 ვერაზე მოკლული ნიკა კვარაცხელიას ოჯახის საგანგებო განცხადება

ვერაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე დაზარალებულის უფლებამონაცვლედ ცნობილი პირის ადვოკატი გიორგი გვაჯაია ნიკოლოზ კვარაცხელიას ოჯახის განცხადებას ავრცელებს.

„ჩვენ, კატეგორიულად გამოვრიცხავთ ნიკოსა და ამ საქმეზე ბრალდებულთა შორის რაიმე ბანალური მიზეზით კონფლიქტის არსებობასაც კი, რადგან ნიკო საერთოდ არ იცნობდა მათ. მოვუწოდებთ აკო ჭელიძისა და გიორგი კავილაძის ოჯახებს, დაუყოვნებლივ გადასცენ მათი დამნაშავე შვილები სამართალდამცავ ორგანოებს, ვინაიდან არსებობს საფრთხე, სამართლიანი მართლმსაჯულების განხორციელებაზე ხელშეშლისა და მკვლელობის რეალური მოტივის დაფარვის მიზნით, დამკვეთმა მოახდინოს მათი ლიკვიდაცია", - აღნიშნულია განცხადებაში.

შეგახსენებთ: ნიკა კვარაცხელიას ვერაზე 15 სექტემბერს ზურგიდან 10 ტყვია ესროლეს, მიღებული ჭრილობების შედეგად ახალგაზრდა კლინიკაში გარდაიცვალა. განზრახ მკვლელობის საქმეზე, გამოძიებამ ორი პიროვნების ვინაობა დაადგინა, რომელთაც დაუსწრებლად წარედგინათ ბრალი და აღკვეთის ღონისძიების სახედ განესაზღვრათ პატიმრობა. მიმდინარეობს მიმალვაში მყოფ პირთა ძებნა.

 

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა