კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

რომან გოცირიძე - სხვა რამ თუ იგულისხმა არახამიამ, არ ვიცი, მაგრამ რუსეთს საქართველოს ეროვნულ ბანკში ან მთავრობაში ფასიანი ქაღალდები არ აქვს შეძენილი, ამ სახის აქტივები არ არის

ნახვები: 625 რომან გოცირიძე - სხვა რამ თუ იგულისხმა არახამიამ, არ ვიცი, მაგრამ რუსეთს საქართველოს ეროვნულ ბანკში ან მთავრობაში ფასიანი ქაღალდები არ აქვს შეძენილი, ამ სახის აქტივები არ არის

რუსეთს საქართველოს ეროვნულ ბანკში ან მთავრობაში ფასიანი ქაღალდები არ აქვს შეძენილი. ამ სახის აქტივები არ არის, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, რომან გოცირიძემ განაცხადა.

გოცირიძეს კითხვა დაუსვეს უკრაინის რადას მმართველი ფრაქციის თავმჯდომარე დავით არახამიას განცხადებაზე, სადაც ის ამბობს: „მთელ მსოფლიოში არის გაყინული რუსული აქტივები, რომლებიც გამოყენებული იქნება უკრაინის აღდგენისთვის. კარგი იქნებოდა, საქართველოს ხელისუფლებასაც გამოეჩინა მსგავსი სოლიდარობა“.

„გააჩნია, რა იგულისხმა დავით არახამიამ. საუბარი თუ არის რუსეთის ცენტრალური ბანკისა და მთავრობის აქტივებზე, რომელიც განთავსებული იყო დასავლეთის ფასიან ქაღალდებში, დასავლეთის ცენტრალურ ბანკებში, მათ შორის ამერიკის შეერთებულ შტატებში და ასე შემდეგ, მსგავსი აქტივები საქართველოში არ არის. რუსეთს საქართველოს ეროვნულ ბანკში ან მთავრობაში ფასიანი ქაღალდები შეძენილი არ აქვს. ამ სახის აქტივები არ არის და თუ სხვა რამ იგულისხმა, არ ვიცი. 300 მილიარდი დოლარის აქტივი, რომელიც გაიყინა, ეს იყო ცენტრალური ბანკების და ფასიან ქაღალდებში განთავსებული აქტივები, რაც კანადაში, ამერიკასა და ევროპაში გაიყინა. მსგავსი აქტივები ფასიან ქაღალდებში და ჩვენს საბანკო სისტემაში რუსეთის სახელმწიფოს არ აქვს. ეს სანქცირებულ ოლიგარქებს თუ ეხებათ და ანგარიშები საქართველოში აქვთ, კარგი იქნება, თუ გაიყინება“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა