კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ირაკლი კობახიძე - „ნაციონალები“ პარლამენტის დარბაზში ისვრიან რუსულ რუბლს, ჩვენ ვაგინებთ, ისინი ირგებენ, მაგრამ საბოლოოდ არის პოლარიზაცია, ჩვენ რა უნდა გავაკეთოთ?

ნახვები: 599 ირაკლი კობახიძე - „ნაციონალები“ პარლამენტის დარბაზში ისვრიან რუსულ რუბლს, ჩვენ ვაგინებთ, ისინი ირგებენ, მაგრამ საბოლოოდ არის პოლარიზაცია, ჩვენ რა უნდა გავაკეთოთ?

რა უნდა გავაკეთოთ ჩვენ დეპოლარიზაციისთვის? „ნაციონალური მოძრაობა“ თვითონვე გამოდის, ისვრიან რუსულ რუბლს სხდომათა დარბაზში, მერე ტაშს უკრავენ სხვა „ნაციონალები“, მერე გვიწევს, დედა ვაგინოთ „ნაციონალებს“, კი ირგებენ ამას, მაგრამ მაინც პოლარიზაციაა ეს ყველაფერი, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისი თქმით, პოლარიზაციის ხარისხს შეამცირებს კანდიდატის სტატუსის მიღება.

„როდესაც მოდიან „ნაციონალები“, ხელში უჭირავთ რუსული რუბლები, ისვრიან პარლამენტის დარბაზში, მერე, როდესაც ამას სხვა „ნაციონალი“ ტაშს უკრავს, ჩვენ დედას ვაგინებთ, ისინი ირგებენ, მაგრამ საბოლოოდ არის პოლარიზაცია. აქ რა უნდა გავაკეთოთ ჩვენ? ვერაფერს გავაკეთებთ. ძალიან სწორი მინიშნებაა პრემიერის მხრიდან, რომ კანდიდატის სტატუსის მინიჭება გამოიწვევს პოლარიზაციის ხარისხის შემცირებას. გახსოვთ, ივნისში რომ არ მოგვენიჭა კანდიდატის სტატუსი, ამან წაახალისა პოლარიზაცია. მთავარი ფაქტორი არის კანდიდატის სტატუსის თემა, რასაც ოპოზიცია იყენებს. რადიკალურ ოპოზიციას გამოეცლება საბაბი. სტატუსი რომ მოგვნიჭებოდა, შემცირდებოდა პოლარიზაციის ხარისხი და იგივე გადაწყვეტილება თუ იქნება მიღებული დეკემბერში, პოლარიზაციის ხარისხი დარჩება იგივე“, – განაცხადა კობახიძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა