პროკურატურამ „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე სამშობლოს ღალატის, კერძოდ საბოტაჟის ბრალდებით დააკავა
წინ, ხვიჩა! ეს გზა რთულია, მაგრამ შენ მარტო არ ხარ!
კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა

გერმანიამ ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიაში პიველად არის საუბარი საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებაზე

ნახვები: 537 გერმანიამ ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიაში პიველად არის საუბარი საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებაზე

გერმანიამ პირველად მიიღო ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგია, სადაც საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებაზეც არის საუბარი.

76-გვერდიან დოკუმენტში ნათქვამია, რომ გერმანიის უსაფრთხოების პოლიტიკის მთავარი ამოცანაა იმის გარანტიის შექმნა, რომ გერმანიამ გააგრძელოს ცხოვრება მშვიდობიანად და თავისუფლად.

„ამისთვის ჩვენ ურყევად ვართ ერთგულები ნატო-სა და ევროკავშირის და ვაძლიერებთ ბუნდესვერს, რათა მან თავისი მთავარი მისია შეასრულოს, რაც წარმოადგენს ქვეყნისა და ალიანსის დაცვას“, – ნათქვამია გერმანიის მთავრობის მიერ შემუშავებულ დოკუმენტში.

სტრატეგიაში საუბარია გერმანიის განზრახვაზე, გაზარდოს სამხედრო ხარჯები მთლიანი შიდა პროდუქტის 2%-იან ნიშნულამდე, ხოლო ბუნდესვერი დასახელებულია ევროპაში კონვენციური თავდაცვითი ძალების საფუძვლად.

დოკუმენტში ასევე საუბარია ევროკავშირის გაფართოებაზე და ამ კონტექსტში ნახსენებია უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს მომავალი წევრობა.

„ჩვენს მიზნად რჩება მშვიდობიანი, თავისუფალი და ერთიანი ევროპა. ჩვენ გვსურს, რომ ევროკავშირი იყოს გეოპოლიტიკური მოთამაშე, რათა უზრუნველყოს საკუთარი უსაფრთხოება და სუვერენიტეტი მომავალი თაობებისთვის. გერმანიის ფედერალური მთავრობა მხარს უჭერს ევროკავშირის შემდგომ ინტეგრაციას, ერთიანობასა და გაფართოებას დასავლეთ ბალკანეთის სახელმწიფოების, უკრაინის, მოლდოვისა და, პერსპექტივაში, საქართველოს მიღების გზით“, – ნათქვამია დოკუმენტში.

დოკუმენტში ასევე წერია, რომ ევროკავშირის გაფართოების მოსამზადებლად აუცილებელია ევროკავშირის შიგნით რეფორმების გატარება.

„ჩვენი უსაფრთხოება დაკავშირებულია სხვა რეგიონების სტაბილურობასა და უსაფრთხოებასთან“, – ნათქვამია დოკუმენტში.

ამასთან, ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიაზე საუბრისას პრესკონფერენციაზე გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ ბერლინისთვის მთავარი საფრთხე დღეს რუსეთიდან მოდის. მისივე თქმით, ეს საფრთხე შენარჩუნდება უახლოეს მომავალშიც.

გერმანიის ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციაში ასევე საუბარია ჩინეთზე, რომელიც, დოკუმენტის მიხედვით, ევროპის ინტერესების საწინააღმდეგოდ მოქმედებს და აგრესიულად ამტკიცებს აზიის რეგიონში საკუთარ უპირატესობას და ემუქრება საერთაშორისო უსაფრთხოებას.

 

 
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა