კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

პაველ ჰერჩინსკი - შემიძლია, დავადასტურო, რომ ორშაბათს საღამოს მე და ევროკავშირის ყველა ელჩი დაგვპატიჟეს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაზე, ძალიან ღია, გულწრფელი და არსებითი დისკუსია გაიმართა

ნახვები: 544 პაველ ჰერჩინსკი - შემიძლია, დავადასტურო, რომ ორშაბათს საღამოს მე და ევროკავშირის ყველა ელჩი დაგვპატიჟეს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაზე, ძალიან ღია, გულწრფელი და არსებითი დისკუსია გაიმართა

შემიძლია, დავადასტურო, რომ ორშაბათს საღამოს მე და ევროკავშირის ყველა ელჩი დაგვპატიჟეს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაზე, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ კონფერენციის, „უსაფრთხოების ახალი არქიტექტურა ევროპაში და მისი გავლენა საქართველოზე – ერთი წელი ევროპული პერსპექტივიდან“ დაწყებამდე განაცხადა.

ელჩის თქმით, პრემიერთან შეხვედრაზე არსებითი დისკუსია გაიმართა ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობების შესახებ.

„ჩვენ გვქონდა ძალიან ღია, ძალიან გულწრფელი და ძალიან არსებითი დისკუსია ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობების შესახებ. თუმცა, ვინაიდან ეს იყო დახურული შეხვედრა, მე ვისურვებდი, რომ დეტალების გასაჯაროებისგან თავი შემეკავებინა“, – განაცხადა ჰერჩინსკიმ.

ამასთან, პაველ ჰერჩინსკის განცხადებით, კონფერენცია „უსაფრთხოების ახალი არქიტექტურა ევროპაში და მისი გავლენა საქართველოზე – ერთი წელი ევროპული პერსპექტივიდან“ ძალიან მნიშვნელოვანია.

„ჩვენ ვიმყოფებით ძალიან საინტერესო კონფერენციაზე, რომელიც ორგანიზებულია სამოქალაქო საზოგადოების რამდენიმე ორგანიზაციის მიერ და რომელიც ეხება უსაფრთხოების არქიტექტურას ევროპაში უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის სასტიკი ომის პირობებში. ნათელია, რომ ამგვარი განხილვები არის უკიდურესად საჭირო. ასევე, ძალიან მოხარული ვარ, რომ სხვადასხვა ანალიტიკური ცენტრი, არასამთავრობო ორგანიზაცია, მკვლევარი არის წარმოდგენილი დღეს აქ, რომ განიხილოს ომის შედეგები არა მხოლოდ ფართოდ ევროპის უსაფრთხოებისთვის, არამედ ასევე საქართველოსა და შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოებისთვის“, – განაცხადა ელჩმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა